ანაკლია 2'' - კავკასუს ონლაინთან დავამ შესაძლოა საქართველო გლობალურ ციფრულ პროექტს ჩამოაშოროს

ანაკლია 2'' - კავკასუს ონლაინთან დავამ შესაძლოა საქართველო გლობალურ ციფრულ პროექტს ჩამოაშოროს

access_time2020-07-22 10:00:45

Digital Silk way  (ციფრული აბრეშუმის გზა) - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც საქართველოზე გადის - როგორ შეიძლება საქართველო მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული პროექტის ნაწილი გახდეს, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციებსა და უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს? რა წინაღობებას აწყდება ეს პერსპექტივა Caucasus Online-ისა და კომუნიკაციების კომისიის დავის შედეგად?

 

 „ციფრული აბრეშუმის გზა“


 ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანში ბაზირებულმა უმსხვილესმა ენერგო და სატელეკომუნიკაციო საერთაშორისო კომპანია NEQSOL Holding-მა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ჩინეთის ევროპასთან დაკავშირების პროექტი ჩაიფიქრა - მოკლედ რომ ვთქვათ, უძველესი „აბრეშუმის გზის“ გაციფრულებულ ვერსიას ჩაუყარა საფუძველი. ამისთვის კი გზად ყველა აუცილებელი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესყიდვა დაიწყო. „ციფრული აბრეშუმის გზა“ კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე, ამიტომაც გეგმის ნაწილია ის, რომ საქართველოს გავლით შანხაი ფრანკფურტს უნდა დაუკავშირდეს.


გარდა ჩინეთისა, ტრანსკასპიური პროექტი საშუალებას იძლევა, რომ ინტერნეტი შუა აზიასა და ინდოეთშიც გაიყიდოს.


პროექტის ღირებულება 200 მილიონი დოლარია.


“ნექსოლ ჰოლდინგს” ამ იდეაზე საუბარი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ჰქონდა.


სწორედ ამ მიზნით, 2019 წელს NEQSOL Holding-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ნასიბ ხასანოვმა Caucasus Online-ის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი შეიძინა.


ოფშორებში რეგისტრირებული NEQSOL HOLDING-ი უმსხვილესი ენერგო- და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის მფლობელობაში შვიდი დიდი კომპანიაა, ჰოლდინგის 100%-იანი მეწილე კი ბიზნესმენი ნასიბ ხასანოვია. კომპანიის წლიური ბრუნვა მილიარდ ნახევარი ამერიკული დოლარია.

 

რატომ Caucasus Online? - იმიტომ, რომ ეს კომპანია 2008 წლიდან Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1 200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა. ამ კაბელის საშუალებით ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხდება, ხოლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული.

 

პროექტის მიხედვით, კაბელი, რომელიც ევროპიდან საქართველოში მოდის, გაივლის აზერბაიჯანს, გაგრძელდება კასპიის ზღვის ფსკერზე და ინფრასტრუქტურას ყაზახეთში შეუერთდება , რითაც ერთმანეთს შანხაი და ფრანკფურტი დაუკავშირდება, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი კი სამხრეთ კავკასია იქნება.

 

Caucasus Online VS მარეგულირებელი კომისია

 

თანხმობის გარეშე წილების გასხვისება - ესაა მიზეზი, რატომაც უკვე ერთი წელია საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და Caucasus Online-ს შორის დავა მიმდინარეობს. მარეგულირებელი კომიის განცხადებით, ტრანზაქცია უკანონო იყო და 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში, ნებართვა მარეგულირებლისგან უნდა აეღო. კომისიამ კომპანია სამართალდამრღვევად ცნო და პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს კანონდარღვევით აზებაიჯანულ NEQSOL Holding-ზე გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კომუნიკაციების კომისიის მიერ Caucasus Online:


2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა;

2020 წლის 6 თებერვალს 90 000 ლარი დაეკისრა;

2020 წლის 12 მარტს კი 270 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს;


მიუხედავად ჯარიმებისა კომპანია წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას არ აპირებს;


შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის გზით გადაწყვიტა სასურველის მიღება და დაწერა კანონი რომლის მიხედვითაც, კომისიას ეძლევა უფლება დანიშნოს სპეციალური მმართველი საკომუნიკაციო კომპანიებში. სპეციალურ მმართველს დაევალა წილების კონტროლი და გასხვისებული აქციების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.


კომუნიკაციების კომისია არ ადასტურებს, რომ კონკრეტულად ერთი კომპანიის გამო დაიწერა ეს კანონპროექტი, თუმცა, ბიზნესიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი Caucasus Online-ის წილების გასხვისების დავას უკავშირდება.


„ასეთი კანონი გადის და ჩვენ აზრზე არ ვართ“, „კანონის მიღება არ იქნება სწორი და მართებული,“ „ეს საქმე Caucasus Online-ს ეხება იმიტომ, რომ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ყველა მოცემულ მოთხოვნას აკმაყოფილებს“ - ასე შეხვდა ხსენებულ კანონს პარლამენტში განხილვისას საკომუნიკაციო სექტორი, რომელთათვისაც, როგორც ჩანს ცვლილებების შესახებ კომუნიკაციების კომისიას ინფორმაცია არ მიუწოდებია.  ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ სპეციალურ მმართველს ზედმეტად ბევრი უფლებები ენიჭებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლებების შემსუბუქება მოხდა, ბიზნესში კმაყოფილება მაინც არ შეინიშნება.


„კავკასუსი არ იყო დასაჩაგრი კომპანია, რადგან ინტერნეტ ბაზარზე როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე, ის მთავარი აქტორია.


საინტერესოა, რომ ახალ კანონში საუბარია ასევე აღმასრულებლის შესვლაზე კომპანიებში. ჩნდება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება კომპანიაში შესვლა? ბიზნესის კუთხით, ბევრი რისკია ჩადებული.


ვფიქრობ რომ  დაყადაღება და შევიწროვება ასეთ კომპანიებში ნეგატიურ რეზონანს გამოიწვევს. ვინაიდან, ზოგადად ინვესტორი ქვეყანაში შემოსვლამდე აკვირდება იმას, თუ სახელმწიფო ბიზნეს საქმიანობაში როგორ არის ჩართული , როგორია მისი როლი, როგორია რეგულაციაბი და ასე შემდეგ. თუ სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად მმართველობის საკითხში ერევა, თუნდაც ეს საკანონმდებლო დონეზეა გაწერილი, თავისუფალი ბაზრის განვითარებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია და საფრთხის ქვეშ აყენებს საინვესტიციო გარემოს,“ - ასე აფასებს „კომერსანტთან“ ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ლადო სვანაძე მარეგულირებლსა და Caucasus Online-ს შორის მიმდინარე ხანგრძლივი დავის პროცესსა და სავარაუდო შედეგებს.


მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოში „კავკასუს ონლაინი“ არის ერთადერთი ინტერნეტ კომპანია, რომელიც შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს საერთაშორისო კორპორაცია ICANN - თან, რომელიც მუშაობს დომენური სახელებისა და ჰოსტინგის მიმართულებით, ადგენს რეგულაციებს ინტერნეტის მიწოდების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით.  გარდა ამისა, კომპანია ადმინისტრირებას უწევს ქართულ ეროვნულ დომენურ სახელს „.ge“ - ს.

 

Caucasus Online-ში კი განმარტავენ, რომ წილების დაბრუნებას ვერც სპეციალური მმართველი და ვერც ცვლილებები კანონში ვერ შეძლებს.  

 

საბოლოოდ, კომუნიკაციების კომისიამ Caucasus Online-ს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა.

 

ერთი გაფრთხილება და სამი მსხვილი ჯარიმა - შემდეგი შესაძლოა Caucasus Online-ისთვის ავტორიზაციის შეჩერება იყოს. მსგავსი სურათის შემთხვევაში რა ბედი ეწევა  NEQSOL Holding-ის „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩვენს როლს?


„დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას“ - ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ  Caucasus Online-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემები და მისი სავარაუდო შედეგები.


ციფრული გზა, როგორც ეკონომიკური და უსაფრთხოების მდგენელი - კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, ციფრული ჰაბის როლში საქართველოს წარმოდგენამ შესაძლოა ქვეყანაში უსაფრთხოების მაჩვენებელი და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი გაზარდოს, როგორებიცაა Netflix, Amazon-ი.


„შანხაისა და ფრანკფურტის ციფრული დაკავშირების პროექტი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ეს გზა რუსეთის გვერდის ავლით გადის და ქვეყანას მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას შესძენს. მნიშნელოვანი ის არის, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სიახლოვეს ხდება მონაცემთა ბაზების შენახვის (DATA CENTER) ცენტრების  განვითარება. ეს არის  მომავლის  პროექტები, რომელიც დიდწილად განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას.


თავისთავად, ეს  მსხვილი „დატა ცენტრები“  და  მსხვილი ინფრასტრუქტურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ინვესტიციებისთვის ისეთ მსხვილი მოთამაშეების მხრიდან, როგორც  შეიძლება  იყოს Netflix-ი, Amazon-ი, ანუ ისინი,  ვინც დიდი  მოცულობის და  სიმძლავრის მქონე „დატა ცენტრების“  მომხმარებელი არიან.


ერთი არის ეკონომიკური მდგენელი, მეორეა უსაფრთხოების მდგენელი - უსაფრთხოების კუთხით ამას მოყვება შესაბამისი დაცვა და შესაძლო მსხვილი ინვესტორები. ასეთი მაგისტრალის  გავლისას და  ასეთი მსხვილი  ინვესტორების  ქვეყანაში  შემოსვლისას რასაკვირველია უსაფრთხოების  ფაქტორი იზრდება,“- განმარტავს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ანდრო გოცირიძე.  


ისტორიული აბრეშუმის ქვეყნების გაერთიანება ციფრულ რეჟიმში -  ამის ალტერნატივაა მარშრუტი რუსეთის გავლით, რომელიც შეიძლება, ძვირი იყოს და ქართველი ხალხის ნაწილში იწვევს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს ინტერნეტ ტრაფიკს, თუ ის რუსეთში გაივლის.


მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ ციფრული ჰაბის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ასევე, იმ ფაქტის გამო, რომ ეს პროექტი რუსულ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებს გაუწევს კონკურენციას, ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებულია და ფიქრობენ, რომ ეს ისეთი პროექტია, რომელიც რუსეთს არ მოეწონებოდა.


ამ თემასთან დაკავშირებით ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ნდობა ტექნოლოგიების მიმართულებით სახიფათოა და როცა საქმე არც ისე პატიოსან მოთამაშეს ეხება, მნიშვნელოვანია სერიოზული დაფიქრება იმაზე, თუ რას ვკარგავთ მიღებული გადაწყვეტილებებით.


„ზოგადად ინტერნეტ ტრაფიკის რუსეთზე გატარება ისევე როგორც,  რუსეთისგან ტექნიკური მოწყობილობების  შესყიდვა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი რისკის შემცველია.  ვინაიდან, პირველ რიგში,  რუსეთი არ არის პატიოსანი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში და მითუმეტეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. მეორე,  რუსეთის  სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კრემლის რეჟიმის მიერ ზღვარი აბსოლუტურად წაშლილია, ამიტომ  რუსული ბიზნეს- პარტნიორის ნდობა იმ კონტექსტშიც კი, როდესაც საკითხი ინფრასტრუქტურას ეხება ან  ზოგად ქვეყნის  უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს,  საკმაოდ სარისკო მოქმედებაა და  ჯობია  ეს  თავიდან ავირიდოთ,“ - განმარტავს ანდრო გოცირიძე.


ექსპერტი კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში ლადო სვანაძე ხაზს უსვამს იმ ბუნებრივ უპირატესობებს, რაც საქართველოს ციფრული აბრეშუმის გზის  პროექტისთვის გააჩნია და აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება  ქვეყნის უდიდესი შეცდომა იქნება.  


„მიმაჩნია, რომ ე. წ. „Data Center“-ების აშენებას დიდი დატვირთვა აქვს ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობისა და უსაფრთხოების კუთხით, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას შანსი ქვეყნის ხელისუფლებამ მოცემული მიმართულება განავითაროს 

სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში მონაცემთა შენახვის ცენტრები ქვეყანას დიდ ბენეფიტებს მოუტანს, კერძოდ, დასაქმებულობის გაზრდა, ინტერნეტ და სხვა სახის ტექნოლოგიების განვითარება, საინვესტიციო გარემოსთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ფინანსური საშუალებების შემოდინება და ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან. საქართველოს მსგავსი ცენტრების შექმნა თავის ტერიტორიაზე თავისუფლად შეუძლია, ინტერნეტის აუცილებლობასთან ერთად ასევე გამოვყოფდი ქვეყნის წყალუხვ მდინარეებს, რომლებზეც უნდა აიგოს ჰიდროელექტრო სადგურები, ვინაიდან მსგავსი ცენტრები გაგრილების მიზნით მოიხმარენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. ანუ ქვეყანას ყველა არსებული რესურსი გააჩნია. რაც მთავარია საქართველო გარკვეულ დონეზე იღებს უსაფრთხოების გარანტიებსაც, რადგან მონაცემთა შენახვის ცენტრებში ინფორმაციას, კონტენტის შენახვის, თუნდაც სერვერების განთავსების მიზნით შეიძლება გიგანტი კომპანიები მოვიზიდოთ.


ამ მოვლენებიდან გამომდინარე კი, ამის შესაძლებლობა რაღაც დონეზე შეიძლება დაიკარგოს და ამ სფეროში ლიდერობა რეგიონის სხვა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ,- განმარტავს ლადო სვანაძე.

 

ერთ მხარესაა უმსხვილესი პროექტი, რომელიც ჰიპოთეტურად საქართველოს უსაფრთხოებას და უმსხვილეს ინვესტიციებს მოუტანს, მეორე მხარეს კი კომუნიკაციების კომისიისა და Caucasus Online-ის დავა, რომელიც თითქმის ერთი წელია გრძელდება. დასრულდება თუ არა პროცესი, რომელსაც ხშირად „ანაკლია 2“-ს უწოდებენ იმით, რომ საქართველო  მრავალმილიონიანი ციფრული „ხიდის“ გაბმის პროექტს ჩამოშორდეს, ჯერჯერობით უცნობია.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up