უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა area.ge-ს დახმარებით

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა area.ge-ს დახმარებით

access_time2021-10-27 12:40:39

უძრავი ქონების ყველაზე დიდმა პლატფორმამ area.ge უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ციფრულ სიბრტყეში გადაიტანა და შექმნა ახალი სტანდარტი ქონების ყიდვა - გაყიდვის საკითხში.

area.ge მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის და განთავსების სრულ „პაკეტს“, რაც  გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ სერვისებით. არეა ორიენტირებულია მომხმარებელს დაზუსტებული, სანდო და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს და ამასთანავე გაამარტივოს კავშირი ქონების მაძიებელსა და განმთავსებელს შორის. პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარი არეას პოვნაში ეხმარება მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

რა ტიპის უძრავი ქონებაა განთავსებული არეაზე?

 

არეა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა პირველად და მეორად ქონებას ერთ სივრცეში აერთიანებს. კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები, ოფისები, აგარაკები, მეორეული თუ ახალაშენებული ბინები, დეველოპერული კომპანიების მიმდინარე პროექტები, მესაკუთრეების მიერ შეთავაზებული, მუდმივად განახლებადი გასაყიდი თუ გასაქირავებელი ბინები წარმოდგენილია არეას უძრავი ქონების საიტზე .

პლატფორმაზე არსებული დახვეწილი ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ ლოკაციაზე. არეაზე გამარტივებულია სხვადასხვა ტიპის ქონების შერჩევისა და შედარების პროცესიც.


 

უძრავი ქონების სამყაროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონების რეალური საბაზრო ღირებულება. პროფესიონალური შეფასება ქონების მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა. არეა მომხმარებელს სთავაზობს ქონების შეფასების სამ განსხვავებულ ვარიანტს - სარეკომენდაციო, პროფესიონალურ და საორიენტაციო შეფასებას.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, წარმოდგენა შეიქმნათ გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე საორიენტაციო შეფასება გამოგადგებათ. არეაზე შეავსეთ შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით, დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას.

სარეკომენდაციო შეფასება გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნის გაცემას სპეციალისტების ჩართულობით;

პროფესიონალური შეფასების მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონულად „გადმოგეცემათ“საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

ქონების შერჩევისას თუ აღმოჩნდა რომ  სასურველი ბინის, კომერციული ფართისა თუ მიწის ნაკვეთის შესაძენად თანხა არ გყოფნით, არეას საიტიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი, ისე რომ ბანკში მისვლაც კი არ დაგჭირდებათ.

დიახ, არეაზე წარმოდგენილ ნებისმიერ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციოინალი, რომელიც დაინტერესებულ პირს აწვდის სრულფასოვან ინფორმაციას სესხის პროცენტის, ხანგრძლივობის, გადასახდელი თანხის შესახებ და მარტივი მონაცემების მითითებით აფიქსირებთ სესხის მოთხოვნას დისტანციურად. ბანკის თანამშრომლის უკუკავშირის შემდეგ დაზუსტდება წვრილმანი დეტალები და ფილიალში მიუსვლელად მიიღებთ იპოთეკური სესხის შეთავაზებას.

როცა საქმეს უძრავი ქონების სრულყოფილ პლატფორმასთან იჭერ,  ქონების შეძენა - გაყიდვა, ფინანსური საკითხების მოგვარების ჩათვლით ძალიან მარტივად მოგვარებადი ხდება. area.ge საუკეთესო მეგზურია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up