უძრავი ქონების შემდეგ Block Invest-ი ქარის ენერგეტიკაში ინვესტირებას იწყებს

უძრავი ქონების შემდეგ Block Invest-ი ქარის ენერგეტიკაში ინვესტირებას იწყებს

person access_time2017-04-10 12:00:34


უძრავი ქონების შემდეგ კომპანია „ბლოკ ინვესტი" ინვესტირებას ენერგეტიკის სექტორში იწყებს. კომპანიას ამჟამად, თბილისში რამდენიმე სასტუმროს მოწყობა აქვს დაწყებული, მათ შორის სასტუმრო გაიხსნება Best western-ის, Park inn by radisson-ის ბრენდის ქვეშ , დაწყებულია თაუერების პროექტი ყაზბეგის გამზირზე.


კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ  ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით კომპანია , რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა.


„ 2013 წლიდან დავიწყეთ კვლევები, სამი 80 მეტრიანი ანძა განთავსდა საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში - ქარელი, ფარვანი და საღამოს ტბა. დასრულდა აზომვები და მომზადდა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამ ეტაპზე მზადდება საინვესტიციო წინადადება და უახლოეს პერიოდში გავაფორმებთ მემორანდუმს ენერგეტიკის სამინისტროსთან ." - აცხადებს ჯანაშვილი


მისივე თქმით, კომპანია პირველ ეტაპზე ქარის ელექროსადგურის მშენებლობას ქარელში გეგმავს, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ კი გადაწყდება, თუ რა მოცულობის და სიმძლავრის იქნება ის. „ბლოკ ინვესტს" 30 მეგავატიანი სადგურის მშენებლობა სურს, რაშიც 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ჯანაშვილის განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია კვლევებში საკუთარ თანხებს იყენებს, თუმცა დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი კომპანიების მხრიდან დიდია, ამიტომ შემდეგ ეტაპზე არ არის გამორიცხული, პროექტში მფლობელების სტრუქტურა შეიცვალოს.




„ბლოკ ინვესტის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე მემორანდუმი ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევების განხორციელებას შეეხება, შემდეგ უკვე გაფორმდება მეორე მემორანდუმი მშენებლობის შესახებ და სავარაუდოდ, მომავალ წელს მშენებლობა დაიწყება.


„ ჩვენ რომ დავიწყეთ ქარის ენერგეტიკაში ინვესტირება, მაშინ რამდენიმე კომპანია იყო დაინტერესებული ამ სექტორით, პესიმისტური განწყობა იყო, თუმცა საქართველოს ქარის ენერგიას დიდი პოტენციალი აქვს და არის შესაძლებლობა 3 ათას მეგავატამდე ელექტროსადგურების განვითარების. ნებისმიერმა ქვეყანამ დიფერენცირება უნდა მოახდინოს ენერგორესურსების, ქარის ენერგია იდეალურია, რადგან თვითღირებულება მცირდება და ეკონომიკურად მიმზიდველი ხდება. განსხვავება 2013-2017 წლებს შორის დიდია. ზოგადად ქარის ენერგიის გამომუშავება იმ პერიოდშია უფრო მაღალია, როცა ჰიდრორესურსები ეცემა და და შესაძლებელია ამით დაბალანსება. გვჯერა, რომ მოთხოვნა და დაინტერესება ამ მიმართულებაზე კიდევ უფრო გაიზრდება" აცხადებს ჯანაშვილი


გორში ქარის პირველი ელექტროსადგური გასული წლის ბოლოს შევიდა ექსპლუატაციაში . ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის მარტში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 935 000 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 635 000 კილოვატ საათით აღემატება მარტის თვის პროგნოზს.




 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up