უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

access_time2022-09-29 12:55:22

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.

 

გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, საქმიანობას კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში განაგრძობს.

 

„მოხარული ვარ, რომ გიორგი ვახტანგიშვილი Georgia Real Estate-ის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა, საიდანაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.  გურამს კი ვულოცავ ახალ პოზიციას, ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, საკუთარი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს”,  - განაცხადა საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

 


საქართველოს კაპიტალის შესახებ:

საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital) საინვესტიციო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა სექტორში კონკრეტული ბიზნესის განვითარების მიზნით, მათ შორის: წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, საცხოვრებლის განვითარების,  სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით. ასევე, ქონებისა და შემთხვევების დაზღვევის, სასმელების და საგანმანათლებლო ბიზნესში.

საქართველოს კაპიტალის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, პრემიუმ სეგმენტში. საინვესტიციო კომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობას, მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიცია საქართველოში, განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესმიმართულებებში.

Georgia Real Estate -ის შესახებ:

Georgia Real Estate (GRE) საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის პლატფორმაა, რომელიც m2 -ის მფლობელ კომპანიას წარმოადგენს. Georgia Real Estate საქართველოში აქტიურ ინვესტირებას ახორციელებს საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით.


(R)


თეგები:
Georgia Real Estate m2



მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up