უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

access_time2020-05-25 10:30:54

უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ.


მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე, გაყიდვების ახალი სტრატეგიით მუშაობამ აპრილის თვეში დეველოპერებისთვის დადებითი შედეგი გამოიღო. ზოგიერთ შემთხვევაში კი, წინა თვეებთან შედარებით შედეგები ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.


კოვიდ 19 - ის გამოწვევის ფონზე, Livo-ს მიერ გაყიდვების სტრატეგის გადაგეგმვა და კონსულტირება შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:


  1. პროექტის შესწავლა;
  2. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირების მოთხოვნის გაანალიზება არსებულ ბაზებზე დაყრდნობით;
  3.  გაყიდვების ახალი გეგმის შემუშავება ფულადი ნაკადების (cash flow) და კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით;
  4. კონსულტაციის გაწევა სარეკლამო არხებისა და მათ ეფექტიანად გამოყენების შესახებ.

 კომპანიებთან კომუნიკაცია მოხდება დისტანციურად, „ზუმის“ საშუალებით.



უძრავი ქონების პლატფორმა Livo მომხმარებელს ციფრულ სივრცეში სთავაზობს უძრავი ქონების შეფასებას, აზომვას, დაზღვევას და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს. პლატფორმას დღეში 20 000 - მდე მომხმარებელი სტუმრობს. ლივოს მიერ თვეში 10 000 - მდე უძრავი ქონების შეფასება ხდება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის და ჰყავს შემფასებლების ყველაზე გამოცდილი გუნდი. პლატფორმაზე განთავსებულია გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მხოლოდ გადამოწმებული განცხადებები და ყველა ახალი სამშენებლო კომპანიის პროექტი. პარტნიორ სამშენებლო კომპანიებს პოტენციური კლიენტების მოძიებაში ეხმარება და უწევს კონსულტაციას. აქვს ყველაზე დიდი უძრავი ქონების რეალური მსურველების ბაზა, რომლის განახლებაც ხდება ყოვედღიურად, ლივოს ქოლცენტრი დღეში 300 ადამიანს ესაუბრება და აფიქსირებს მათ მოთხოვნებს. შიდა კვლევების მიხედვით, გამყიდველი მყიდველს პოულობს საშუალოდ 26 დღეში, რაც ბაზარზე საუკეთესო შედეგია.

 

 (R)

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up