უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა არეა ექსპო  2020 გადაიდო

უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა არეა ექსპო 2020 გადაიდო

access_time2020-03-09 10:22:12

არეა ექსპო 2020, რომელიც 4-5- აპრილს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ღონისძიების გადადება განპირობებულია საქართველოში ვირუსის COVID 19 -ს (კორონავირუსი) გავრცელებით.


ორგანიზატორი კომპანიის არეა ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვის არეა ექსპოს ჩატარება, რომელსაც ტრადიციულად 1500 დან 2000 მდე ვიზიტორი სსტუმრობს არსებული გარემოებების გათვალისწინებით წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რადგანაც საჯარო სივრცეებში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი ალბათობა ფიქსირდება.შესაბამისად კომპანია საკუთარ პასუხისმგებლობად მიიმჩნევს, ვიზიტორების, მონაწილეებისა და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების თარიღს, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში სიტუაციაზე მკვეთრი დაკვირვების საფუძველზე განისაზღვრება და ეცნობება ფართო აუდიტორიას. არეა ჯგუფი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ.


შეგახსენებთ, რომ არეა ექსპო - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა - სადაც დეველოპერები უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალური ფასებითა და პირობებით წარმოადგენენ პროექტებს. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. ეს არის სივრცე, სადაც წელიწადში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მოთამაშეები: დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები და საპროექტო კომპანიები, ინვესტორები და საცალო მომხმარებლები ერთ სივრცეში იყრიან თავს და მარტივად უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და win-win გარიგების დადებას. არეა ექსპო 2020 ის გენერალური პარტნიორია myhome.



(R)

თეგები:
არეა ექსპო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up