უძრავი ქონების გაძვირება და გაყიდვების შემცირება -  რა პროგნოზები აქვთ დეველოპერებს 2019 წლისთვის

უძრავი ქონების გაძვირება და გაყიდვების შემცირება - რა პროგნოზები აქვთ დეველოპერებს 2019 წლისთვის

access_time2018-12-30 14:00:42

2019 წელს ბინები გაძვირდება, მოთხოვნა შემცირდება, ბაზარს კი ზოგიერთი დეველოპერული კომპანია დატოვებს - ასეთ პროგნოზს აკეთებს „ბიზნესპრესნიუსთან“ დეველოპერების ნაწილი.

მიზეზად კი არა მხოლოდ საბანკო რეგულაციებს, არამედ ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულ და დაგეგმილ რეგულაციებს ასახელებენ. დეველოპერები ამბობენ, რომ ყველაფერი ერთობლიობაში ბიზნესს სერიოზულად „დაარტყამს“.

როგორც დეველოპერები აცხადებენ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები “, ასევე სამშენებლო პროდუქტების შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც მომავალი წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება, ბინების ფასს საშუალოდ 1 კვ/მეტრზე 100-დან 150 დოლარამდე გააძვირებს.

2019 წელს ბინები გაძვირდება, მოთხოვნა შემცირდება, ბაზარს კი ზოგიერთი დეველოპერული კომპანია დატოვებს - ასეთ პროგნოზს აკეთებს „ბიზნესპრესნიუსთან“ დეველოპერების ნაწილი.

 

მიზეზად კი არა მხოლოდ საბანკო რეგულაციებს, არამედ ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულ და დაგეგმილ რეგულაციებს ასახელებენ. დეველოპერები ამბობენ, რომ ყველაფერი ერთობლიობაში ბიზნესს სერიოზულად „დაარტყამს“.

 

როგორც დეველოპერები აცხადებენ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები “, ასევე სამშენებლო პროდუქტების შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც მომავალი წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება, ბინების ფასს საშუალოდ 1 კვ/მეტრზე 100-დან 150 დოლარამდე გააძვირებს.

 

მშენებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნასაც შეამცირებს, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ გაყიდვების შემცირებას არა ბინების გაძვირება, არამედ საბანკო რეგულაციები გამოიწვევს.

 


„არსის“ ფინანსური მენეჯერი თორნიკე აბულაძე: „მე ვფიქრობ, ტექნიკური რეგლამენტი გაყიდვების შემცირებას არ გამოიწვევს, რადგან მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება. ამასთან, უძრავ ქონებას გააძვირებს არა 15 იანვრიდან ასამოქმედებელი სამშენებლო მასალების შესახებ რეგლამენტი, არამედ, მანამდე მიღებული რეგულაციები. კერძოდ, 2017 წლის 1-ელ იანვარს რაც მიიღეს, ეს არის დამატებით სახანძრო უსაფრთრხოების ზომებთან დაკავშირებული. მაგალითად, თუ მშენებელი ერთ სახლზე 1 კიბეს აკეთებდა, ახლა მოუწევს, რომ 2 გააკეთოს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1-ელ იანვრამდე დამტკიცებული პროექტები ჯერ კიდევ არსებობს, ნელ-ნელა ეს პროდუქცია ამოიყიდა და თუ მანამდე ახალი რეგლამენტით დაწყებული მშენებლობები მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, ახლა ეს თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ფასი გაძვირდება ახალი წლის შემდეგ, თუმცა არა იანვარშივე, ეს მოხდება ეტაპობრივად“.

 

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებას, როგორც თორნიკე აბულაძე აცხადებს, ამას საბანკო რეგულაციები გამოიწვევს და ის კომპანიები, ვისი გაყიდვების მნიშვნელოვანი წილიც განვადებებზე მოდიოდა, არსებობას შეწყვეტს.

 

„ზოგიერთი კომპანია პროდუქციის 80%-ს განვადებით ყიდის, ნაწილის შემთხვევაში კი ეს ციფრი 25%-ს არ აღემატება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საბანკო რეგულაციები იმ ადამიანების რაოდენობას შეამცირებს, ვისაც ბინის ყიდვა უნდა, რაც თავისთავად, ყველა დეველოპერის საქმიანობაზე აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კომპანიაში განვადების წილი განსხვავებულია, ზოგიერთ კომპანიას ნაკლებად შეეხება, ზოგიერთი კი დაიღუპება“,- აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 

კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი აცხადებს, რომ ბინები ყველა შემთხვევაში გაძვირდება, თუმცა მოთხოვნის შემცირების ნაწილს განსხვავებულად უყურებს - „მე ვფიქრობ, ფასი ყველა შემთხვევაში მოიმატებს, თუმცა ეს უცებ არ მოხდება. ახლა ძირითადად მაინც ძველი პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს, ახლის შემთხვევაში კი დამტკიცების პროცედურები საკამოდ გართულებულია. შესაბამისად, როდესაც ახალი პროექტები დამტკიცდება, სადღაც 2019 წლის ბოლოსკენ, უძრავი ქონება 1 კვ/მეტრზე 150 დოლარამდე მოიმატებს.

 

მე ვფიქრობ, ეს რეგულაციები თუ ყველას შეეხება და არ იქნება მონოპოლიური კომპანიები, ვინც ამ პროცედურებს უფრო მარტივად გაივლის, ყველასთვის თანაბრად რთული იქნება და წესით, დეფიციტი შეიქმნება. თუმცა თუ იქნება მონოპოლიები და გარკვეული კომპანიები უფრო მასობრივ მშენებლობებზე გადავლენ, პატარა კომპანიები დაიჩაგრებიან და ალბათ, ასეთი მცირე მოთამაშეები ბაზარს დატოვებენ. მონოპოლისტები კი ფასს თავად დაადგენენ“,-აცხადებენ არჩილ ჯაყელი.

 

„რედკოს“ პროექტების მენჯერი მალხაზ კუნელაური კი ამბობს, რომ რეგლამენტის მხრივ ვითარება განსაკუთრებით მძიმე თბილისშია, სადაც მშენებლებს გაცილებით მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევთ, ვიდრე რეგიონებში.

 

„თუ ფასი მოიმატებს, გაყიდვები თავისთავად შემცირდება. იქიდან გამომდინარე, რომ „რედკო“ მშენებელობას ახორციელებს გუდაურში, ჩვენი პროდუქტი ისედაც საკმაოდ ძვირია და მეტად მომატებას აღარ ვაპირებთ. მითუმეტეს, რომ გუდაურში დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების გეგმა, ამან ბევრი რამ დაგვირეგულირა. თბილისის შემთხვევაში მიწის ყველა ნაკვეთზე ინდივიდუალურად იღებ ნებართვებს, ამას ემატება რეგულაციები, სატრანსპორტო, ასევე ეკოლოგიური კვლევები და აშ. ანუ ზოგადად, თბილისში სამშენებლო ნებართვების გაცემა გაცილებით გამკაცრებულია და უფრო რთულია ბიზნესის წარმოება“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.

 

როგორც „რედკოს“ პროექტების მენეჯერი აღნიშნავს, ამ ყველა ფაქტორს ემატება საბანკო რეგულაციებიც, რაც ბაზარზე მოთამაშების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

„რამდენი პროცენტით შემცირდება ბინებზე მოთხოვნა, კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია, ამას გვიჩვენებს ბაზარი და პრაქტიკული მონაცემი. ფაქტი ერთია, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემა შემცირებულია და მუნიპალიტეტს აქვს მიდგომა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მაქსიმალურად შეზღუდოს მშენებლობები და ამას ემატება რეგულაციები, მშენებელს უკვე აღარ აქვს გარანტია, რომ მაგალითად, იყიდის მიწის ნაკვეთს და 1 წლის შემდეგ ნებართვას მიიღებს. ასეთ ვითარებაში ინვესტორი მაქსიმალურად აზღვევს საკუთარ ბიზნესს და ცდილობს, საერთოდ არ შევიდეს იქ, სადაც კონკრეტული გარანტიები არ ექნება. ეს კი ლოგიკურად ამცირებს იმ პირთა წრეს, ვინც ბაზარზე მშენებლობით არიან დაკავებული. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი ფაქტორია პროდუქტის გაძვირების, რადგან, რაც უფრო რთულია საქმის კეთება, მით უფრო ძვირია პროდუქტი“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up