უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები 15-20%–ით გაიზარდა – "თუმცა ბაზარზე დასაგირავებელი ბინების დეფიციტია"

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები 15-20%–ით გაიზარდა – "თუმცა ბაზარზე დასაგირავებელი ბინების დეფიციტია"

person access_time2017-05-03 15:00:18

უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გაყიდვებმა 15-დან 20-%-მდე იმატა, მოთხოვნა ძირითადად ახლადაშენებულ ბინებზე გაიზარდა. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, მოთხოვნაა ბინების დაგირავებაზეც, თუმცა ბაზარზე დასაგირავებელი ბინების დეფიციტია.

 

 

უძრავი ქონების სააგენტო "პრივატ სერვისის" დამფუძნებელი ვაჟა ცუცქირიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ კოპანიაში ბოლო პერიოდში ბინებზე გაყიდვებმა 20%-ით იმატა.

 

 

„მოთხოვნა ძირითადად ისეთ ბინებზეა, რომელთა ფასი კვადრატულ მეტრზე 600-დან 700 დოლარამდე მერყეობს. ბოლო პერიოდში ბინების გაყიდვების 20%-იანი ზრდა გვაქვს და მას ძირითადად ახალგაზრდები ყიდულობენ. ძირითადად მოთხოვნა ახლადაშენეულ ბინებზეა." - განაცხადა ვაჟა ცუცქირიძემ.

 

 

უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას" დამფუძნებელი ზურაბ ლაჩაშვილი  "კომერსანტთან"  საუბრისას აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ბინებზე გაყიდვებმა 15%-ით იმატა.


 

„გაყიდვებმა ახლადაშენებულ ბინებზე გასულ წელთან შედარებით 15%-ით იმატა და ეს მატება ძირითადად გარეუბნებში შეიმჩნევა. ასევე გაზრდილია მოთხოვნა ბინების გირაობაზეც, მაგალითად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაახლოებით 10%-იანი მატება გვაქვს, თუმცა დასაგირავებელი ბინების დეფიციტია." - აღნიშნა ლაჩაშვილმა.

 

ბინების გაყიდვების მატებაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო შპს myclient.ge-ს დამფუძნებელი ვასილ ბერიძეც. მისი თქმით, კომპანიაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინებზე გაყიდვებმა 20%-ით იმატა.

 

„ჩვენ კომპანიაში გასული წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით ბინებზე გაყიდვებმა 20%-ით იმატა. ძირითადად, ბინებს 30-დან 55-წლამდე ასაკობრივი სეგმენტის წარმოამდგენლები ყიდულობენ. მოთხოვნაა, როგორც ოჯახების, ისე უცხოელების მხრიდან." - განმარტა ბერიძემ.

 

უძრავი ქონების სააგენტო „კიბე.ჯის" მფლობელის ნელი გოგუაძის თქმით, მათთან ბოლო პერიოდში ბინის დაგირავებაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა დასაგირავებელი ბინები ცოტაა.

 


„ბოლო პერიოდში გირაოზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, თუმცა დასაგირავებელი ბინა ძალიან ცოტაა. ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი წლების შემდეგ საკუთარ თანხას უკან იბრუნებს. ჩვენთან ბინის ყიდვაზე მოთხოვნა ნაკლებადაა." - განაცხადა გოგუაძემ.

 

 

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე მიუთითებს ოფიციალური სტატისტიკაც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა. ა.წ. მარტი 2013-2016 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრა-ციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 75.7%-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 52.5%-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-ზაქცია) შედარებით - ზრდა 37.5%-ით, 2016 წლის მარტთან (60 340 ერთეული სარეგისტრაციო ტრან-ზაქცია) შედარებით - ზრდა 11.7%-ით.

 

 

 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up