რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უძრავი ქონების სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს, - აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდის, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო ხარჯების მატების შედეგია.
„მიმდინარე ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილ რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს“, — აღნიშნულია ანგარიშში.