უძრავი ქონების ბაზარი გაჩერებულია- კორონავირუსის გამო კომერციულ და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა აღარ არის

უძრავი ქონების ბაზარი გაჩერებულია- კორონავირუსის გამო კომერციულ და საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა აღარ არის

access_time2020-03-26 10:45:31

კორონავირუსმა უძრავი ქონების ბაზარი გააჩერა. მოთხოვნა შემცირებულია, როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფართებზე. უძრავი ქონებაზე ფასის დაღმასვლა ჯერ არ შეიმჩნევა თუმცა, ამ დარგის წარმომადგენლების თქმით, ამის მოლოდინი არსებობს. დღეს კი როგორც ქირისგან, ასევე უძრავი ქონების შეძენისგან მოსახლეობაც თავს იკავებს და საგანგებო მდგომარეობის დასრულებას ელოდება.


უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძის თქმით, შეჩერებული ყიდვა-გაყიდვის მიუხედავად, მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიებს წლიური ზარალი არ მიადგებათ.

 

„ამ ეტაპზე ბაზარზე სრული უძრაობაა, ბიზნესი გაჩერებულია.შემცირდა როგორც გასაქირავებელ, ასევე გასაყიდ ფართებზე მოთხოვნა. პირადად მეც არ ვთანხმდები ამ ეტაპზე მსგავს გარიგეგებს და ვინც მეკონტაქტება, ვურჩევ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მომმართონ.


მიუხედავად იმისა, რომ არ ვმუშაობთ, მცირედი პაუზა წლიურ მოგებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ სფეროში  სტაბილური სიტუაციის დროსაც, შეიძლება ორი ან სამი თვე ვერ გაყიდო ფართი, თუმცა მეოთხე თვეს საკმაოდ დიდი მოგებით შეძლო მისი რეალიზაცია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დავზარალდით.“-ამბობს ნელი გოგუაძე და მყიდველების  მხრიდან დამოკიდებულებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ფართის შეძენის მსურველები თავს იკავებენ, როგორც საცხოვრებელი, ასევე საოფისე ფართების შეძენისგან, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებით ერიდებიან ფართის ქირაობას, რადგან ასეთ დროს არავის სურს გარისკვა.

 

გაჩერებულ უძრავი ქონების ბაზარზე საუბრობს სააგენტო „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანიც. როგორც მან „კომერსანტთან“ განმარტა, უცხოელებმა, რომლებსაც საცხოვრებელი ან საოფისე ფართები ჰქონდათ დაქირავებული, კორონავირუსის გამო ობიექტები დაცალეს და თავიანათ ქვეყნებში დაბრუნდნენ.



„გაქირავების ნაწილში უძრავი ქონების ბაზარი გაჩერებულია.რაც შეეხება ყიდვას, ამ ეტაპზე ეს ნაწილიც გაჩერებულია. არც ისე დიდი დრო გასულა, რომ მკვეთრად დაცემულიყო საცხოვრებელი ფართის ფასი. ასეთ კრიზისულ პერიოდში  უფრო მეტად აქტიურდებიან საინვესტიციო ქონების მყიდველები, ამის მოლოდინი ჩვენც გვაქვს.“-ამბობს მარიამ ასათიანი.


შეგახსენებთ, რომ 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რის შედეგადაც დაიხურა ყველა დაწესებულება და საწარმო, გარდა სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბენზისგასამართი სადგურებისა და საავადმყოფოების. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დღეის მონაცემების 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით  გაგრძელდება.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up