თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები გაჯანსაღების ნიშნებს აჩვენებს. აგვისტოში დედაქალაქში 2 387 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წლიურად 17.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა მცირედით გაუმჯობესებული ივლისთან შედარებით.
ახალგაყიდულ ბინებს შორის 65% ახალაშენებულ სახლებზე მოდიოდა, რაც უმეტესად იპოთეკის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ მცირე და საშუალო ზომის ბინებზეა.
გაყიდვები თბილისის ყველა უბანში მცირდება, თუმცა განსაკუთრებული კლებაა ჩუღურეთში - 47%, საბურთალოზე - 44%, კრწანისში - 41%. ყველაზე ნაკლებად გლდანი და სამგორი დაზარალდნენ, სადაც გაყიდვებმა 21%-ით და 24%-ით იკლო.
მიუხედავად შემცირებისა გაყიდვებით კვლავ საბურთალო და დიდი დიღომი ლიდერობს. სწორედ ამ ორ უბანზე მოდის თბილისის გაყიდვების 1/3.
აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საშუალო ფართი 66 მ²- იყო.
GBC.GE