სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რიგ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. კერძოდ, უცხოური ივესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა: უძრავი ქონებაში -93%-ით, მშენებლობაში - 79,6%-ით და დამამუშავებელ მრეწველობაში - 31,9%-ით.
რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, სადაც ინვესტიციები შემცირდა ასე გამოიყურება:
უძრავი ქონების სექტორი - 2019 წელს - 8,7 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს - 130.7 მლნ აშშ დოლარი
მშენებლობა - 2019 წელს 35.3 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს - 173.8 მლნ აშშ დოლარი
სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2019 წელს 52.4 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს - 62.3 მლნ აშშ დოლარი
დამამუშავებელი მრეწველობა- 2019 წელს - 115.3 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს - 169.5 მლნ აშშ დოლარი
საფინანსო სექტორი 2019 წელს - 272.1 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს - 274.0 მლნ აშშ დოლარი
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 2019 წელს - 126.8 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს 163.1 მლნ აშშ დოლარი
ცნობითვის, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 %-ით მეტია და 3.4 %-ით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. 2018 წელს საქართველოში 1,306 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4% შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33,2% იყო.
რაც შეეხება 2020 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს, წელს 171, 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.