ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს.
დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა.
"დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხდომათა დარბაზში. ეს, უპირველეს ყოვლისა, თინა ბოკუჩავას ეხება და კარგად დავინახეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თიკას, იმისათვის, რომ ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება". – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
tabula.ge