უცხოური მედია - თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე

უცხოური მედია - თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე

access_time2020-06-04 11:10:41

უცხოურ მედიაში საქართველოზე სტატია ქვეყნდება, სადაც ნათქვამია, რომ იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად.


უცხოეთში საზაფხულო დასვენებისთვის მონიშნული ადგილები საღამოობით სულ უფრო ცხელა და ადამიანს მით უფრო უნდება რეალური საზაფხულო დასვენება - პალმის ხეებით, ჭიქაში ჩაყრილი ყინულის ნატეხებით - და ამ ფიქრებში გართულს თითქოსდა ინსტინქტურად გაგირბის ფეხი ზღვისკენ. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება ბევრ ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება მოგზაურთათვის. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ეს ჯადოსნური დღე მოგზაურობის დაგეგმვის დრო დგება. მის გარეშე წელს არ გამოვა!


საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, საქართველო.


თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე. იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. ივლისში ეს ვარიანტი ბრუნდება ჩვენს არჩევანში! ეწვიეთ საქართველოს მთავრობის გვერდს ინტერნეტში, სადაც ტურისტებისთვის აუცილებელი ინფორმაციაა მითითებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ.



დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით „ჭაჭასთან“, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!


თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში.


აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ 



თეგები:
თბილისი



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up