უცხოური მედია საქართველოში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

უცხოური მედია საქართველოში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

access_time2019-11-09 17:45:44

უცხოური მედია, გუშინ თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საპროტესტო აქციებს, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართა, ისეთი გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან, როგორებიცაა, BBC, „რადიო თავისუფლება“, „დეილი მეილი“ და ა.შ.

 

„ასეულობით ულტრამემარჯვენე აქტივისტმა სცადა შვედურ-ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლა თბილისში. „გაუმარჯოს საქართველოს“! „სირცხვილია“! - სკანდირებდნენ კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი აქტივისტები, ხოლო მართლმადიდებელი მღვდლები ლოცვებს აღავლენდნენ“, - წერს „რადიო თავისუფლება“.

 

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ფილმს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა „კავკასიის ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის ქართული ღირებულებების შეურაცხყოფად შერაცხა“. გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის კრიტიკოსები მას ჰომოფობიურ და ნაციონალისტურ ჯგუფებისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

 

BBC-ის ცნობით, ფილმების გაპროტესტება საქართველოში არახალია და ამ კონტექსტში, „დავინჩის კოდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებს ასახელებს.

 

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

 

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ

 

Ipn.ge





4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up