უცხოური მედია - საქართველო ტურისტებს ჯერ

უცხოური მედია - საქართველო ტურისტებს ჯერ "მწვანე ზონებში” უმასპინძლებს, სადაც კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დადასტურებულა

access_time2020-05-29 17:00:22

საქართველო ტურისტებს ჯერ "მწვანე ზონებში” უმასპინძლებს, სადაც კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დადასტურებულა,- ,,Thenational” საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.სტატიის თანახმად, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეტაპობრივად ტურისტების მიღებას აპირებენ.


,,საქართველომ განაცხადა, რომ 1-ელი ივლისიდან მზად იქნება საერთაშორისო ტურისტების მისაღებად და შეუერთდება იმ სხვა რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც კორონა ვირუსის პანდემიის გამო თვეების განმავლობაში ჩაკეტვის შემდეგ საზღვრებს გახსნის. განცხადება გაკეთდა კავკასიის ქვეყანაში ზაფხულის სეზონის პიკამდე და ასევე იმ პერიოდში, როდესაც ევროპის ქვეყნებიც ტურისტთა მისაღებად ემზადებიან. საქართველო ადგილობრივ ტურისტულ სერვისებს ორშაბათს, 15 ივნისს, გახსნის და საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად იქნება ორი კვირის შემდეგ, როგორც ქვეყნის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც კორონა ვირუსის პანდემიამ ევროპა მოიცვა, საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ეტაპობრივად ტურისტების მიღებას აპირებენ, მათ შორისაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. თუმცა, სხვა ევროპული სახელმწიფოები საზღვრებს რამდენიმე შერჩეული ქვეყნისთვს ხსნიან, რომელთაგან თითოეულს ვიზიტორებისთვის თავისი წესები აქვს. პირველ რიგში, შეიქმნება „ზონები“, სადაც ნებადართული იქნება ტურისტთა ვიზიტი, ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ჯერ ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება”,- ნათქვამია სტატიაში.


გამოცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ციტირებს, სადაც გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებთან, ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად ქვეყანა მუშაობს.


”მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას უცხოელი სტუმრების მისაღებად”, - ამბობს გიორგი გახარია.



როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2019 წელს, 9.3 მილიონი ვიზიტორით, საქართველომ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლისთვის ქვეყანა მიზნად ისახავს 11 მილიონი ტურისტის მოზიდვას.


,,ტურიზმის სექტორის გასააქტიურებლად, გახარიამ პირობა დადო, რომ ტურისტულ ბიზნესს ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს 2020 წელს. მან ასევე თქვა, რომ მთავრობა 1,3 მილიონ ევრომდე სესხზე საბანკო პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოახდენს იმ სასტუმროებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვაა 5,7 მილიონ ევრომდეა. ტურიზმის საბჭომ ასევე განაცხადა თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ მოიწვიოს ტურიზმის მინისტრები მთელი მსოფლიოდან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში სექტემბერში გაიმართება. როგორ მოხდება ქვეყნის საზღვრების გახსნა? როგორც ჩანს, საქართველო არ გეგმავს მთლიანი ქვეყნის ერთბაშად გახსნას. ქვეყანა ტურისტებს ჯერ "მწვანე ზონებში” უმასპინძლებს, სადაც "კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები არ დადასტურებულა". თუმცა, ჯერ არ გადაწყვეტილა, რომლები იქნება ასეთი ზონები, როგორც სპიკერმა აღნიშნა. სავარაუდოდ, მათ შემდეგ კვირას წარადგენენ”,- ნათქვამია სტატიაში.


სტატიაში მოყვანილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვირიშვილის კომენტარი, სადაც ქვრივიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოება იქნება მთავარი პირობა.


,,საქართველო მსოფლიოში ერთ – ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ ის გახსნის თავის ტურიზმის ინდუსტრიას მიმდინარე პანდემიური კრიზისის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასტუმრომ, კვების ობიექტმა, გიდმა და ტურისტულმა სააგენტომ სიზუსტით დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი საერთაშორისო ნორმები,”- აცხადებს მარიამნ ქვირიშვილი.


მთისა და ზღვის კურორტები შემდეგ ეტაპზე გაიხსნება, თუმცა თარიღი უცნობია. ეს ადგილები ჯერ ადგილობრივი ტურისტებისთვის გაიხსნება, შემდეგ კი უცხოელებისთვის.



თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up