უცხოური მედია -საქართველო საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე და ამ სტრატეგიამ ქვეყანა კრიზისისგან არაერთხელ იხსნა

უცხოური მედია -საქართველო საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე და ამ სტრატეგიამ ქვეყანა კრიზისისგან არაერთხელ იხსნა

access_time2020-06-17 14:52:51

,,8 რამ, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესად ხდება“,- ამ სათაურით ,, weproject.media” სტატიას აქვეყნებს. სტატიის თანახმად, საქართველოში კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა და ქვეყანა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.


სტატიის ავტორი ქართულ სამზარეულოზე, კლიმატის მრავალფეროვნებაზე, მეღვინეობაზე, ქართულ პოლიფონიაზეც საუბრობს.


,,ქართული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარულია ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ადამიანებს განსაკუთრებით მოსწონთ ხინკალი, ქართული ყველი და ხაჭაპური. მსოფლიოში ვისაც გაუსინჯავს, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში კულინარიული რევოლუცია მიმდინარეობს. შეფ-მზარეულები ცვლიან ქართული კერძების კონცეფციებს და ძველ რეცეპტებს ახალ სიცოცხლეს სძენენ. „ინსტაგრამზე“ ხაჭაპური ჰეშთეგით 273 000-ჯერ არის მონიშნული და ყველაზე ფოტოგენურია აჭარული ხაჭაპური - ოვალური ფორმის გულთავსიანი ცომეული ყველითა და თოხლო კვერცხით. ხაჭაპურის განახლებული რეცეპტი ჰოლივუდშიც იყიდება “ტონის სახაჭაპურეში”, სადაც ეს არატრადიციული კერძი ნივრის სოუსით არის გაჯერებული, ხოლო ხრაშუნა ქერქზე სხვადასხვა სუნელია მოფრქვეული.


საქართველო ხალხს იზიდავს ბუნების სილამაზით და წლის ნებისმიერ დროს დასვენებისთვის შესაბამისი პირობებით. ცივ თვეებში შეგიძლიათ ბაკურიანისა და გუდაურის სათხილამურო კურორტებს ეწვიოთ. ზაფხულში შეგიძლიათ შავი ზღვის სანაპიროს ბათუმს, ქობულეთს, გონიოს, ურეკსა და ფოთს მიაშუროთ. თუ უნიკალური ბუნებით ტკბობა გსურთ, სვანეთს ეწვიეთ. ქართველები ხელგაშლილობით, სტუმარ-მასპინძლობითა და პატრიოტიზმით გამოირჩევიან. სტუმარს ყოველთვის ოჯახის წევრად მიიჩნევენ. თუ ჭიქა წყალს ითხოვთ, ღვინის დოქით მოგართმევენ.



მეღვინეობა. მეღვინეობის ტრადიციები მდიდარი ისტორიითა და ლეგენდებით გამოირჩევა საქართველოში. ნებისმიერი ქართველის სუფრაზე იხილავთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიდან დაწურულ ღვინოს. აქ 1000-ზე მეტი სახეობის ყურძნის ჯიშია. ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით. კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა საქართველოში. მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად. დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან ქრთამის მნიშვნელობა. თან, პოლიციელობა საპატიო პროფესიად იქცა. ხალხური ცეკვები და პოლიფონიური სიმღერები საქართველოს ეროვნულ საგანძურად მიიჩნია UNESCO-მ 2001 წელს. სიმღერა, რომელსაც ანალოგი სხვაგან არსად გააჩნია, ვოკალური ხელოვნების შედევრად და კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა. ჩვეულებრივ, ქართული სიმღერები სამ ტონალურ დიაპაზონში სრულდება მამაკაცების მიერ. ქართული პოლიფონიის საუკეთესო მაგალითია „ჩაკრულო“. ის 1977 წელს კოსმოსში გაუშვეს „ვოიაჯერის“ თანამგზავრით. საქართველოში საბანკო სექტორი 19 კომერციულ ბანკს ითვლის. მხოლოდ ორი მათგანია ქართველთა საკუთრებაში. ქვეყანა საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე. ამ სტრატეგიამ ქვეყანა კრიზისისგან არაერთხელ იხსნა”,- ნათქვამია სტატიაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up