უცხოური მედია - მთავრობის მიერ COVID-19-ს მართვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

უცხოური მედია - მთავრობის მიერ COVID-19-ს მართვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

access_time2020-06-22 14:28:31

,,მთავრობის მიერ COVID-19-ს მართვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო პარლამენტში იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და კენჭისყრა, რათა 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელდეს უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა“,- გამოცემა ,, 4liberty“ სტატიას სახელწოდებით ,, რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა“ აქვეყნებს.


როგორც სტატიის ავტორი წერს, საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“იყო, ხოლო შესაბამის მოლაპარაკებებში პარტიებს შორის შუამავლებად გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.


,,საბოლოო შეთანხმებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა ძირითადმა პარტიამ საქართველოში, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა. 3 წლის წინ გამარჯვებულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ დადო პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნის დაპირება, რაც გულისხმობდა არჩევნების ხმის მიცემის პარალელური ფორმიდან, ანუ თითქმის 50/50 სისტემიდან (77 - პროპორციული პარტიული სიები და 73 - ერთწევრიანი საარჩევნო ოლქები) სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და 1%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას. მანამდე, 1990 და 1999 წლებს შორის ბარიერი გაიზარდა 4-დან 7%-მდე, რის გამოც ამომრჩეველთა დიდი პროცენტული ნაწილი [პარლამენტში] წარმომადგენლობის გარეშე დარჩა: არჩევნებში მონაწილეთა 61% - 1995 წელს, 26% - 1996 წელს და 27% - 2004 წელს. ბოლო არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით და პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა, რომელიც მოიცავს 7 ფრაქციას, მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითია (ყოველ შემთხვევაში, პროტესტი ამ მხრივ არავის გამოუთქვამს). მიუხედავად ამისა, 2019 წლის ზაფხულის დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა კიდევ უფრო გაამძაფრა საარჩევნო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა. ამ გეგმას ღიად უჭერდნენ მხარს ევროკავშირი, აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენლები, ეუთო და ვენეციის კომისია“,- წერს უცხოური მედია.


სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გადადგა ნაბიჯები სასურველი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც შედგა კიდეც 2019 წლის ოქტომბრისთვის, საარჩევნო კანონპროექტმა წარმატებით გაიარა მოსმენები საკანონმდებლო კომიტეტებში, თუმცა ნოემბერში, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩავარდა ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო.



ავტორი საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პარტიებს შორის კონსენსუსის წახალისების მიზნით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე, რომელსაც ავტორი ნაციონალური მოძრაობის ორ ,, ფუნქციონერად“ მოიხსენიებს.


17 ნოემბერს რუსთაველზე განახლდა აქციები ცვლილებების მოთხოვნით და კიდევ ერთხელ გაჟღერდა დაპირება, რომ შესაბამისი ცვლილებები გატარდება საპარლამენტო არჩევნებისთვის. 9 მარტს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ხელშეწყობით, კიდევ ერთხელ შედგა შეთანხმება 2020 ოქტომბრის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით: 120/30, ანუ 120 მანდატი განაწილებული იქნება პროპორციული სისტემით პარტიული სიების საფუძველზე. მარტის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლარიზაციის შემდგომი აღმოფხვრის და პარტიებს შორის კონსენსუსის წახალისების მიზნით, შეიწყალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (სააკაშვილის პარტია) ორი ფუნქციონერი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.


ამავე დროს, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ პანდემია არ გამოიწვევს არჩევნების გადავადებას. „არჩევნების ჩატარება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. გამოვთქვამ იმედს, რომ საგანგებო მდგომარეობა მალე დასრულდება, რათა არ მოგვიწიოს არჩევნების გადავადება, ან შევძლოთ მათი გადავადება მინიმალური ვადით“, - განაცხადა პრეზიდენტმა“,- ნათქვამია სტატიაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up