უცხოური მედია - დღეს საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა

უცხოური მედია - დღეს საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა

access_time2020-06-22 14:25:30

„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ზოგად ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას და პროგრესს საქართველოს პროდასავლურ გზაზე. დღეს, საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის ისეთმა წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სხვანი. ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის წარმოების ინდექსების გარდა, საქართველო არ ჩამოუვარდება ამ ევროპულ ქვეყნებს კანონის უზენაესობის, კორუფციის აღქმის, ღია ბიუჯეტისა თუ სამართალდამცავი სტრუქტურების რეიტინგებშიც. როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმა დღეს წარმოადგენს ამ შთამბეჭდავი მიღწევების შენარჩუნების წინაპირობას. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა მხარდაჭერას იმსახურებს“,- გამოცემა ,, 4liberty“ სტატიას სახელწოდებით ,, რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა“ აქვეყნებს.


ავტორის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს.


სტატიის თანახმად, თავისუფლების დამცველნი წლების განმავლობაში განიხილავენ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების ბუნებრივ მოკავშირეს და დღეს, როცა ქვეყანა უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და საქართველოს მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, ვიდრე არასდროს.



,,ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა საქართველოშიც გაართულა სიტუაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და, ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს. 24 ივლისს კომიტეტებში დაგეგმილია კენჭისყრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო კენჭისყრა პლენარული სხდომაზე გაიმართება 26 და 27 ივნისს. შემდეგ, თუკი კანონპროექტი დააგროვებს ხმათა საკმარის რაოდენობას, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს ბრძანებას მის დამტკიცებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშრებით. მე, პირადად, ბევრი მიზეზით არ ვარ პროპორციული სისტემის დიდი ქომაგი: 1990 წელს მე ამირჩიეს ბულგარეთის დამფუძნებელი კრების წევრად „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“ საარჩევნო სისტემის შესაბამისად (მანდატების რაოდენობა პარლამენტში განაწილდა 50/50 შერეული სისტემით). შედეგად, მე მქონდა მნიშვნელოვანი თავისუფლება ჩემი დაპირებების და საკანონმდებლო ინიციატივების განსახორციელებლად, თუმცა დღეს ვხედავ ინდივიდუალური პარლამენტარების დამოუკიდებლობის დაკნინებას, რომელიც მოიტანა სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ. გარკვეულ წლებში საპარლამენტო უმრავლესობას თითქმის „ხელით“ მართავდა პარტიის ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სხვა პერიოდებში კი კონკრეტული მიზნებისთვის შეკრებილ უმრავლესობას ქაოსი და გამჭვირვალობის ნაკლებობა შეჰქონდა საჯარო მმართველობაში.


მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირი და აშშ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო პოლიტიკურად სწორ გზას ადგას. აი, რა დევს სასწორზე ჩემი აზრით - არსებობს მკაფიო საერთო მახასიათებლები საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა ხედვებს შორის. გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენს დასავლური ორიენტაცია და ნეგატიური განწყობები რუსეთის ფედერაციის ლიდერობისა და პოლიტიკის მიმართ როგორც უკრაინაში, ისე გლობალურად. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონსენსუსი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი შეუწყო 2019 წლის საპროტესტო აქციებმა, ასევე წინა წლებში ჩატარებული გამოსვლები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ; გარდა ამისა, სახეზეა მყარი კონსენსუსი ევროპულ გეზთან, როგორც ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზანთან დაკავშირებით. ამ ტიპის კონსენსუსი ბევრად უფო სუსტი პოლიტიკური მოტივაციის საფუძველია ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, თუმცა მედლის მეორე მხარეა ის ფაქტიც, რომ ევროპული ორიენტაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის წინაპირობას; ხსენებულთან თანხმობაშია საქართველოს მხრიდან ნატოს მხარდაჭერა და ის ფაქტი, რომ საქართველო ევრაზიაში ნატოს მისიებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია; პოლიტიკური თვალსაზრისით, საარჩევნო რეფორმას აქვს შედარებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც დაკავშირებულია ზემოთ აღწერილ გამოცდილებასთან, როცა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი წარსულში წარმომადგენლობის გარეშე რჩებოდა. ევროკავშირი, აშშ, ეუთო და ასევე საერთაშორისო საზოგადოება განიხილავენ ამ რეფორმას, როგორც გარდამავალ პერიოდში საქართველოსთვის (ისევე, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის) დამახასიათებელი ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ მოქმედების დაპირებას“,- ნათქვამია სტატიაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up