„უცხოური კომპანიების აქტივების კონფისკაცია, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, ქვეყანას ასი წლით უკან, 1917 წელში დააბრუნებს - აცხადებს ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ პოტანინი. უფრო ადეკვატურ ღონისძიებად იგი მსგავსი აქტივების გარე მენეჯმენტისთვის გადაცემას მიიჩნევს. ამ გადაწყვეტილებით პოტანინის აზრით, კომპანიები შეძლებენ „აიცილონ კოლაფსი“, ხოლო მფლობელები შეინარჩუნებენ თავიანთ ქონებას.
მილიარდერი მთავრობას და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ რუსული ბაზრიდან გასული კომპანიების კონფისკაციას მოახდენენ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ინვესტორების უნდობლობას დაიმსახურებს. ბიზნესმენის მოსაზრება Norilsk Nickel-ის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ბევრმა კომპანიამ, რომლებმაც რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს, შესაძლოა გადაწყვეტილება „გარკვეულწილად ემოციურად“ და „უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ“ მიიღოთ. მისი აზრით, დიდი ალბათობით ისინი რუსეთის ბაზარს დაბრუნდებიან, რის გამოც ღირს ამ შესაძლებლობის მათთვის შენარჩუნება.
პოტანინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის სანქციებს „პრაგმატულად“ უნდა მიუდგეს, რათა საპასუხოდ შიდა ეკონომიკას სირთულეები არ შეექმნას.
forbes.ru