უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, ლარში კი იზრდება

უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, ლარში კი იზრდება

access_time2016-05-14 10:00:02

უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, ლარში კი იზრდება. მეანაბრეებს, რომლებმაც ლარის დევალვაციის შიშით ეროვნული ვალუტაში გახსნილი ანაბარი დოლარში დააკონვერტირეს ახალი თავის ტკივილი გაუჩნდათ. ისინი შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებს უნდა შეეგუონ, ან კონვერტაცია ახლა ლარში განახორციელონ, თუმცა, ვალუტების წინ და უკან ტრიალით უფრო მეტ ზარალს მიღებენ. რაც შეეხება სესხებს, სპეციალისტები  დოლარში დარეზერვების კოეფიციენტის გაზრდის გამო ამ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების აწევას არ ელოდებიან.    


თითქმის ყველა ბანკში ლარში გახსნილ ანაბარზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11%-ია, დოლარში 3%, ევროს კი კომერციული ბანკები ყველაზე ნაკლებად  წყალობენ. თუ ვინმეს ევროს შენახვა სურს, სარგებელს 1,5%-ზე მეტს ვერ მიიღებს.


ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1-ლი აპრილისთვის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 5,2%-დან 3,6%-მდე შემცირდა. თითქმის ყველა ბანკში დოლარში ვადიან ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი 3,5%-მდეა შემცირებული, ლარში კი 11%-ს ცდება. შარშან ამ დროს ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9%-ს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის გამყარების ფეხდაფეხ, დეპოზიტებში დოლარიზაციის მაჩვენებელი ერთ თვეში 1%-ით შემცირდა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ დღეს ბანკებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ვალუტა ქართული ლარია.


ლარში გახსნილ დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდას სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთია ის, რომ  დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, გარღვევა დაახლოებით მილიარდი დოლარია. მეორე –  ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში დარეზერვების კოეფიციენტი 15-20%-მდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს დოლარი გაუძვირდათ და მასში მაღალი პროცენტის გადახდა აღარ უღირთ. მესამე – ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებამ და კიდევ უფრო მეტად გამყარების მოლოდინმა, ლარს დაკარგული ნდობა, გარკვეულწილად აღუდგინა.


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 347.8 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) შემცირდა და 14.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. სადეპოზიტო ვალდებულებების კლებაზე გავლენა, სწორედ, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების შემცირებამ მოახდინა.


ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა კი 42.5 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა და 4.17 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდაში დიდი წვლილი ვადიანი დეპოზიტების ზრდას მიუძღვის. ლარის რესურსის 36.1 პროცენტი კი ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 0.8 პროცენტიანი (31.8 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.27 მლრდ დოლარი შეადგინა. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2016 წლის მარტში, 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.8 პროცენტს გაუტოლდა. მარტის ბოლოსთვის, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 61.1 და 81.4 პროცენტს შეადგენდა.

 

ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ზაფხულში, განსაკუთრებით ტურისტული აქტივობის გაზრდის ხარჯზე ქვეყანაში უფრო მეტი დოლარის მასის შემოსვლა დაიწყება და ლარზე მოთხოვნა გაიზრდება. ამიტომ, კომერციული ბანკებისთვის ლარის მასის მოზიდვა უფრო უპრიანია.


 

“ოპერატიული ინფორმაცია არ მაქვს, თუ როგორია დოლარზე მოთხოვნა. ერთი რამ ცხადია, იმპორტი იკლებს. გარდა ამისა, ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში დოლარი შემოდის. ტურიზმი აქტიურდება, ელოდებიან ახალი ფესტივალის გამართვას’’, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.


მისი აზრით, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის ფორმირება უკავშირდება კონკრეტულ ვალუტაზე მოთხოვნას, ასევე რა მდგომარეობაა საგადასახდელო ბალანსში, როგორია ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა და ასე შემდეგ.


“თუ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა უცხოურ ვალუტაში დარეზერვების პროცენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეზღუდა უცხოური ვალუტის მიწოდება. მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკი რბილ პოლიტიკას ატარებს და ამცირებს დარეზერვების პროცენტს ეროვნულ ვალუტაში. ეს კი ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ლარის მიწოდება მოხდება. შესაბამისად, მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაში გაიზრდება, რაც ბანკებს ლარში დეპოზიტებზე საპროცენტო გაზრდისკენ უბიძგებთ. თუმცა მოკლევადიან პერიოდში ასეთი დასკნის გაკეთება ცოტა რთულია. იმიტომ, რომ საპროცენტო განაკვეთისა და ვალუტის კურსის თანაფარდობა მხოლოდ და მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდზე შეიძლება განიხილოთ’’, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

 

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ზაფხულში დოლარში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 2,5-3%-მდე შემცირდეს.

 

რაც შეეხება კრედიტს, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო  შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და  9.9 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო  ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე  შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით და წლიური 20.9 პროცენტი დაფიქსირდა.   ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის შემცირდა 2.2 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 25.6 პროცენტი,  ხოლო იურიდიული პირების სესხებზე გაიზარდა 0.5 პროცენტულ პუნქტით და  წლიური 14.5 პროცენტი შეადგინა.


უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და წლიური 10.0 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური    პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.9 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2015 წლის მარტთან    შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 0.7 პროცენტული  პუნქტით შემცირდა და 9.9 პროცენტი  შეადგინა.

 

ეკონომისტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ დოლარში გაცემულ კრედიტებზე საპრცენტო განაკვეთები არ გაიზრდება. კომერციული ბანკების სარეზერვო მოთხოვნები – ეს არის, მხოლოდ, საკრედიტო მულტიპლიკატორის შემცირების მექანიზმი.

 

“დოლარს კომერციული ბანკები 1-დან 3 პროცენტად სესხულობენ. ეროვნული ბანკი რეზერვებზე არიცხავს 2%-ს. არ ჩათვალოთ, რომ კომერციული ბანკები ძალიან დიდ წაგებაში არიან. ზოგიერთ ქვეყანაში დარეზერვება  25-28 პროცენტს აღწევს.   ეს არის მონეტარული პოლიტიკური  საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რათა დოლარში გაცემული სესხები შემცირდეს. გაიზარდოს ეკონომიკის ლარიზაცია. ამიტომ,  დოლარში გაცემული სესხების გაძვირებას არ ველოდები’’, – ამბობს ლია ელიავა.


ასევე ოფიციალური მონაცემებით,   2016  წლის  მარტში,  წინა  თვესთან  შედარებით, კომერციული  ბანკების  მიერ  ეკონომიკის  დაკრედიტებამ 241.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. საკრედიტო პორტფელის კლებაზე  გავლენა, ამ შემთხვევაშიც  უცხოური  ვალუტით გამოსახული   სესხების   მაჩვენებლის  კლებამ მოახდინა.  მთლიანი  საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული  პუნქტით  შემცირდა  და  64.9  პროცენტს გაუტოლდა.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up