უცხოეთში ქართველების მიერ უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებელი 6-8%-ით იზრდება -  რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ბინებს ქართველები

უცხოეთში ქართველების მიერ უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებელი 6-8%-ით იზრდება - რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ბინებს ქართველები

access_time2019-04-14 20:00:15

ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. მატულობს ტრანზაქციების მაჩვენებელიც, კერძოდ, ყოველწლიურად 6-8%-ით. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ში განუცხადეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირზე მოდის, რაც ერთის მხრივ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით არის განპირობებული.

„გარდა ამისა, მოთხოვნის ზრდაზე მოქმედებს სხვადასხვა გარე ბაზრებზე არსებული დამატებითი მიმზიდველი გარემოებები. მაგალითად, პოპულარული ქვეყნების სიაში დამკვიდრდა პოლონეთი, რაც დიდი ალბათობით, უნდა უკავშირდებოდეს იქ გარე (მათ შორის, ქართული) შრომითი ძალისთვის დასაქმების ბაზარზე არსებულ ლიბერალურ მოთხოვნებს. ასევე, მაგალითად, თურქეთი, სადაც ეკონომიკის ვარდნამ და თურქული ლირის მორიგმა გაუფასურებამ უძრავი ქონების ბაზარი გააიაფა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ის მმართველმა პარტნიორმა თათია კობრეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მზარდი მოთხოვნა ტრადიციულად ფიქსირდება როგორც დასავლეთ (ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი), ასევე აღმოსავლეთ ევროპის (ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, პოლონეთი) ქვეყნებზე, ასევე ტრადიციულად პოპულარულ საკურორტო მიმართულებებზე (თურქეთი, საბერძნეთი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) და, როგორც ყოველთვის, აშშ-ზე.

„ამავე დროს, საგულისხმოა, რომ ინტერესების გეოგრაფია ზოგადად ქვეყნების შიგნითაც იცვლება. ნებისმიერ ჩამოთვლილ ქვეყანაში ამჟამად უფრო მეტი დასახლებული პუნქტით და იქ ქონების შეძენის პერსპექტივით ინტერესდებიან, ვიდრე ადრე.

თუმცა, თეორიულად გაცხადებული და რეალურად გაჩენილი ინტერესი, როგორც წესი, ხშირად განსხვავდება - ინტერესდება ბევრად მეტი, ვიდრე რეალურად ყიდულობს. ამაზე მოქმედებს, ბუნებრივია, როგორც შესაძენი ობიექტების ფასი, ასევე შეძენის პროცედურების თავისებურებებიც. თუმცა, ამის მიუხედავად, წლიდან წლამდე საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის რეალურ მსურველთა რიცხვი მაინც მატულობს“, - აცხადებს კობრიშვილი.

თათია კობრიშვილის თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან კვლავ პოპულარულია თურქეთი (განსაკუთრებით, საკუროროტო ზონები). სხვა მიმართულებებით ინტერესი ნაკლებად შეინიშნება.


„დრო და დრო ჩნდება ინტერესი უკრაინის მიმართ, სადაც უძრავი ქონება დღეს გაიაფებულია. მუდმივად მოთხოვნადია ამერიკის ბაზარი, სადაც უძრავი ქონების კონკრეტული შეთავაზებები საინვესტიციო ვიზის მიღების და ბინადრობის უფლების მოპოვებას უკავშირდება. ასევე, ევროპის ის ქვეყნები, სადაც უძრავი ქონების შეძენა დაკავშირებულია ბინადრობის პრობლემის გადაჭრასთან (მალტა, კვიპროსი...).

Property Abroad- ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობენ ორ გარემოებას: 1) რამდენად ექნებათ შანსი, ქონების შეძენისას დაიხმარონ იმ ქვეყნის საბანკო ინსტიტუტის იპოთეკური სესხი და 2) როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა, რათა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელიც ხშირად სესხის დაფარვის წყაროა.

კომპანია Property Abroad ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ის მომხმარებელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით ყველა სახის კონსულტაციას და დახმარებას უწევს (სასურველი უძრავი ქონების მოძებნა, შეძენა, რეგისტრაცია, იურიდიული და სხვა აუცილებელი პროცედურული თანხლება).


BPN





აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up