უცხოეთის მოქალაქეები საქართველოს უძრავ ქონებაში დაბანდებებს ზრდიან

უცხოეთის მოქალაქეები საქართველოს უძრავ ქონებაში დაბანდებებს ზრდიან

person access_time2016-05-08 10:10:27

საქართველოში უძრავი ქონების მიმართ უცხოური კომპანიების ინტერესი იზრდება. „კომერსანტის" გამოკითხული უძრავი ქონების ბროკერები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა უცხოელებმა დაიწყეს უძრავ ქონებაში დაბანდება.

 

უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ წინა წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, 2016 წლის პირველი კვარტალი მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, არის ინტერესი უცხოელი ინვესტორებისგან და შეინიშნება ადგილობრივი ინვესტორების გამოცოცხლება, ასევე ახალი პროექტების წამოწყებაც. ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ თბილისი რჩება ძირითადი ინტერესის სფეროდ თუმცა უკვე იკვეთება ინტერესი ტურისტული ადგილებისკენ. მისივე თქმით, რამდენიმე ადგილის პრივატიზაცია მოხდა წყალტუბოში, არის ინტერესი ბათუმის მიმართ, პოტენციალი აქვს კახეთს.

 


მისივე ინფორმაციით, საქართველოს მიმართ ძირითადად კომპანიები მეზობელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, არიან ინვესტორები გერმანიიდან, ევროპული ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა მაინც მეზობელი ქვეყნის კომპანიები ჭარბობს. რაც შეეხება პროგნოზებს, ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ 2016 წელი უკეთესი იქნება როგორც ტურიზმის ისე ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის, კომერციული უძრავი ქონების და საცხოვრებელი ბაზრის მოთხოვნის კუთხითაც.

 

უძრავი ქონების ბროკერი ლევან ფაილოძე აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა უცხოელები უძრავი ქონების მიმართ გააქტიურდნენ, მოთხოვნა არის ძალიან დიდი, როგორც თბილისზე ისე მთლიანად საქართველოზე. ფაილოძე ამბობს, რომ მთლიანობაში, თუ შევხედავთ 2-3 წლის წინანდელ სიტუაციას, გაყიდვები 30%–ით არის შემცირებული. მისივე თქმით, ლარის გაუფასურებამ დიდი გავლენა მოახდინა ყველა სექტორზე და არც  უძრავი ქონების ბაზარია გამონაკლისი. ფაილოძის ინფორმაციითვე, ყველაზე დიდი მოთხოვნაა საჩვენებელო ბიზნესის თვალსაზრისით . თბილისი შემდეგ კი არის ბათუმის მიმართ გაზრდილია ინტერესი სასტუმროების მშენებლობის კუთხით. ამასთან, ფაილოძის თქმით, საქართველოში უძრავი ქონების სექტორში არ არის დაბალი ფასები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ინვესტორები ჩვენთან მეტ პოტენციალს ხედავენ. უძრავი ქონების ბროკერი მომდევნო პერიოდში გაყიდვების 20-25%–იან ზრდას ელოდება პარალელურად კი უძრავი ქონების ფასების ზრდასაც ვარაუდობს.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up