რატომ დაიძაბა კვლავ ვითარება აზერბაიჯან-სომხეთს შორის - „რუსეთის მეტი ჩართულობა ამ კონფლიქტში შესაძლოა აწყობდეს ვინმეს“

რატომ დაიძაბა კვლავ ვითარება აზერბაიჯან-სომხეთს შორის - „რუსეთის მეტი ჩართულობა ამ კონფლიქტში შესაძლოა აწყობდეს ვინმეს“

access_time2021-07-26 23:00:42

ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ იძაბება, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე პროვოკაცია განახორციელეს, კერძოდ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცლი გახსნეს, ხოლო სომხეთი პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს გეღარქუნიქის მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში. ექსპერტის მოსაზრებით აღნიშნული კონფლიქტური გარემო, პროცესებში რუსეთის ჩასართავად მიმდინარეობს.


საკითხზე, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განახლდება და ახალ ფაზაში გადავა, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან საუბრისას ამბობს, რომ ის არ ელოდება პროცესების დამძიმებას, თუმცა, ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა გარკვეულ ძალებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გაღრმავება სურდეთ რუსეთის ჩართულობით.


არა მგონია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება განახლდეს. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ორივე მხარე ცდილობს ტემპერატურის აწევას, რადგან პირველ რიგში რუსეთს აგრძნობინონ, რომ ყველაფერი დალაგებული არ არის და საჭიროა რუსეთის მხრიდან მეტი მკაფიო პოზიციები მოუგვარებელ და ჯერ კიდევ დაუსრულებელ ყარაბაღის კონფლიქტში.


„რუსეთმა შუა გზაში გაყინა ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, სომხეთის ინტერესებშია რუსეთი მეტად ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და გაარკვიოს ანგარიშს უწევს სომხეთის ინტერესებს თუ ანგარიშს უწევს აზერბაიჯანის ინტერესებს. უკმაყოფილება კი რუსეთის მიმართ ორივე მხრიდან იგრძნობა.


„ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად ახლა სომხეთს რესურსი არ გააჩნია, თუმცა, ამ მხრივ მეტი რესურსი აქვს აზერბაიჯანს, მან საკმაოდ კარგი სამხედრო წრთვნა გვაჩვენა. ის პროვოკაციები, რომლებიც ახლა ხორციელდება, არ გამოვრიცხავ, რომ მიმართულია რუსეთისკენ, რათა მოხდეს მისი ჩართულობა. შესაბამისად არ გამოირიცხება, რომ ვინმეს აწყობდეს რუსეთის მეტი ჩართულობა ამ კონფლიქტში და თუნდაც კონფლიქტის სხვა მონაკვეთში გადატანა.



„რუსეთს მსგავსი ტიპის აქტიური ჩართულობა აშკარად არ სჭირდება და არც აწყობს. ამიტომ, ახლა უფრო მეტად არის ჭიდაობა, მოახერხებენ თუ არა რუსეთის შეიარაღებულ ჩართვას გარკვეული ძალები კონფლიქტის გასაღრმავებლად.


„თუ რუსეთი ჩაერთვება, მაშინ რასაკვირველია ტემპერატურა სერიოზულად აიწევს და შეიარაღებისა და დაპირისპირების ცენტრი გადაიწევს რუსეთისკენ და არ დარჩება აზერბაიჯანის მხარეს. საკმაოდ სერიოზული მოვლენები მიმდინარეობს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ გასცდება ერთდღიან და ერთჯერად პროვოკაციებს,- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან საუბრისას.


სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა კი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


„26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.


პარალელურად სომხეთი ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.


სომხური მედიის ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის მონაკვეთზე განლაგებულ სომხურ პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.


„26 ივლისს აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საზღვრის არარატის მონაკვეთზეც დაარღვიეს. მათ ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს. სომხურმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო,- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

„რეზონანსი“

თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up