უცხოელი დამსვენებლის გარეშე გუდაურში ზამთრის სეზონი უპერსპექტივოა, ბაკურიანს მეტი შანსი აქვს

უცხოელი დამსვენებლის გარეშე გუდაურში ზამთრის სეზონი უპერსპექტივოა, ბაკურიანს მეტი შანსი აქვს

access_time2020-11-20 10:00:02

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც თურნავა განმარტავს, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი ზამთრის კურორტებმა სრულფასოვნად იმუშაონ, ეს კითხვა ამ დრომდე დგას.

 

ქვეყანაში შექმნილი გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, ჯავშნების მიღება კომპანიამ „ინნ ჯგუფი“ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს,   პირველ ეტაპზე ტურისტებს მხოლოდ „ბაკურიანი ინნ“- მიიღებს. „ინნ ჯგუფი“-ში ამ დრომდე არ იციან განაახლებს თუ არა სასტუმრო „გუდაური ინნ“ მუშაობას.

 

„ბაკურიანი ინნ“- მა ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, სასტუმრო ფუნქციონირებას დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ხოლო „გუდაური ინნ“- ის გახსნა ჯერ განხილვაშია. ამის მიზეზი არის ის, რომ გუდაური სპეციფიკური კურორტია, სასტუმროში უფრო მეტად უცხოელი ტურისტები გვყავდნენ, რადგან კურორტი ქართველ დამსვენებლებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. გუდაურში მხოლოდ თხილამურების მოყვარულები თუ ჩამოვლენ, ისიც ორი დღით. ბაკურიანი უფრო პოპულარულია, ამ შემთხვევაში ქართული სეგმენტი ხანგძლივი ვიზიტებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ „ბაკურიანი ინნ“ ხელახლა გაიხსნას“, - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

 

გიორგი ჟორჟოლიანი „კომერსანტთან“ „ინნ ჯგუფი“ საფასო პოლიტიკაზე საუბრობს. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე ზაფხულისგან განსხვავებით, სასტუმროების ქსელი  ღირებულებას მნიშვნელოვნად არ ამცირებს.

  

2019 და 2020 წლის ზაფხულის სეზონი რომ შევადაროთ, ფასი დაახლოებით 70 პროცენტით შევამცირეთ, ერთი ადამიანი საუზმით 48 ლარი ღირდა. ეს იმიტომ გავაკეთ, რომ გვინდოდა ყველა ქართველს შეძლებოდა ჰაერის შეცვლა, ჩამოსულიყვნენ ბაკურიანში და დაესვენათ. ეს არი იყოს თვითგადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი, ეს იყოს ჩვენი კომპანიის ერთგვარი სოციალური პასუხიმგებლობა. თუმცა, ფაქტმა დამსვენებლების პრეტენზიები განაპირობა. მათ მოლოდინი ჰქონდათ რომ გრანდიოზული მენიუ დახვდებოდათ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ფასის შესაბამისად ყველაფერი იდეალური ყოფილიყო. სწორედ ამიტომ წელს გადავწყვიტეთ, დაბალი ფასი არ დაგვეტოვებინა, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენს მომხამარებელს უნდა კარგი სერვისი მიიღოს. ფასები იქნება წინა წელთან შედარებით დაბალი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იყო ზაფხულის სეზონზე გვქონდა“, ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.

 

„ინნ ჯგუფის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი არ მიადგეს. გიორგი ჟორჟოლიანს იმედი აქვს, რომ ახალი სეზონი ზამთრის კურორტებზე არ ჩავარდება.

 

„პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგან 2020 წლის ზაფხულმა მოგვცა იმის იმედი, რომ თვითგადარჩენაზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა ეს არ იქნება განვითარებაზე მორგებული, მაგრამ ვიცით, რომ საარსებო მინიმუმს გამოვიმუშავებთ. უნდა გქონდეს მისაღები ფასი და უნდა შევძლოთ მომსახურე პერსონალის ფინანსური ანაზღაურება. პარალელურად ისეთი სერვისი უნდა დავახვედროთ, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ იყოს“, - განმარტავს გიორგი ჟორჟოლიანი.

 

„ინნ ჯგუფისგან“ განსხვავებით გუდაურში ზამთრის სეზონისთვის ემზადება „მარკო პოლო გუდაური“. კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსს სალომე კვარაცხელიას იმედი აქვს სეზონი გუდაურში არ ჩავარდება.


 

„მზადება ზამთრის სეზონისთვის დაწყებული გვაქვს, სასტუმრო 11 დეკემბერს იხსენება. დარწმუნებულები ვართ, რომ სეზონი იქნება, რადგან ჩვენი მოლაპარაკებით „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“, გვაქვს მოლოდინი, რომ თოვლი თუ იქნა საბაგირო აუცილებლად იმუშავებს. აქედან გამომდინარე აქტიურ სეზონს ველით“, განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.

 

„მარკო პოლო გუდაური“ სეზონს განახევრებული ფასებით ხვდება. როგორც კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი ამბობს კომპანია ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებული სწორედ ამიტომ სასტუმროში ფასები 50 პროცენტითაა შემცირებული.

 

„ჯავშნების მიღება დაწყებული გვაქვს, მოთხოვნა არის, უცხოეთიდანაც კი გვაქვს ჯავშნები. ადამიანებს აქვთ იმედი, რომ სეზონი არ ჩავარდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წითელ ზონაშია, პოზიტიური განწყობაა. ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება ეპიდ სიტუაცია ქვეყანაში, მდგომარეობა თუ გართულდა და ფრენები ისევ შეწყდება ვერავინ ჩამოვა. მოლოდინი გვაქვს რომ კურორტი 30 დან 50 პროცენტამდე დაიტვირთება. თუ საბაგირო არ გაიხსნა და ადამიანი ვერ ჩამოსრიალდა, მაშინ ვერაფერს ვიზამთ. ძალიან ცუდი იქნება თუ ვერ ვიმუშავებთ, რადგან ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სტუმართ-მასპინძლობის სექტორი საერთოდ დავიღუპებით. ადამიანის ჯანმრთელობა ყველასთვის პრიორიტეტულია, მაგრამ თუ დავიცავთ ყველანაირ რეგულაციას, მუშაობა ალბათ პრობლება არ უნდა იყოს“, - აცხადებს სალომე კვარაცხელია.

 

კომერსანტი დაინტერესდა, თუ როგორ მოემზადა და რა გააკეთა მთის კურორტების კომპანიამ ახალი სეზონისთვის?

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ჯერ არ იციან სეზონი როდის გაიხსნება, მათი ინფორმაციით თარიღი დამოკიდებულია, როგორც ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე , ასევე  ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ამბობენ, რომ მათი დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა. 

 

„საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის  მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება,  კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და  შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის“, - განმარტავენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

 

 

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ამახვილებენ ყურადღებას სათხილამურო არეალის საზვავე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვაა:

 

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება გუდაურში. ეს არის კობი-გუდაურის  სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც  უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას. პროექტს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ახოციელებს ევროპელ პარტნიორებთან   TAS by MND, Stem და Wucher Helicopter-თან  ერთად. ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად   საქართველოში დაინერგა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდები ზვავების ეფექტური  მართვის, როგორიცაა GAZEX, DaisyBell და Secubex.  პირველად ამიერკავკასიაში შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა და მათი მართვა ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით.  2020-2021  და 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე  კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე    ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვასა და ზვავების რისკის მონიტორინგს განახორციელებს კომპანია  „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“  ევროპელ პარტნიორებთან ერთად, PIDA-თი გაწერილი და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხოლო 2022 წლის შემდგომ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვას გადმოიბარებს მთის კურორტების განვითარების კომპანია“, აცხადებენ მთის კურორტების მართვის კომპანიაში.


 

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს  ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. მათი ინფორმაციით ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილად მუშაობას. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ იმედოვნებენ, რომ ნალექის სიმცირის გამო დამსვენებლებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up