უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია - „ამბასადორი ჯგუფი“

უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია - „ამბასადორი ჯგუფი“

access_time2021-06-10 16:10:00

სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტულ სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე საქართველოს მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევა. 


„ამბასადორი ჯგუფში“ ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია.


„ჩვენი სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს. Ambassadori Tbilisi Hotel-ი სრულად გათვლილია უცხოელ ტურისტებზე, ხოლო Ambasadori Kachreti გათვლილია, როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ ტურისტებზე. რაც შეეხება მოლოდინებს, თუ კი არსებულ ტენდენციებს დავაკვირდებით, რეგულაციების შემსუბუქების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნისა და ავიარეისების რაოდენობის ზრდის ფონზე უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია. იმედი გვაქვს, რომ ტურისტული ნაკადები კიდევ გაიზრდება და ზაფხულის ტურისტული სეზონის შუაპერიოდში ძალიან აქტიური სეზონი და მაღალი დატვირთულობა გვექნება.


თუ კი არსებულ მონაცემებს 2020 წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შევადარებთ, ზრდა მართლაც რომ თვალშისაცემია. თუმცაღა პანდემიის ფონზე შედარების ნიშნულად 2020 წლის მაჩვენებლები არ უნდა მივიღოთ. შარშან ამ დროს სასტუმროები ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ცხადია 2020 წელთან შედარებით კი ბატონო მაღალი ნიშნული ფიქსირდება.


ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მაინც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებაა, რადგანაც 2019 წელის ამ პერიოდში სრული დატვირთვით ვმუშაობდით და ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი გვყავდა. ჯერჯერობით 2019 წლის ნიშნულს არ მივახლოებულვართ, თუმცა მოლოდინები საკმაოდ იმედის მომცემია“, აცხადებს „ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.


როგორც ნადიბაიძე ამბობს, COVID-პანდემიამ ტურისტების ქცევები მნიშვნელოვნად შეცვალა.



„პანდემიამ ძალიან შეცვალა ადამიანის ჩვევები მოგზაურობასთან დაკავშირებით. თუ ადრე ადამიანები მოგზაურობას წინასწარ გეგმავდნენ და სასტუმრო ნომრებს 4-5 თვით ადრე ჯავშნიდნენ, დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია. ეპიდემიოლოგიური ვითარების არასტაბილურობის გამო სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ქართველების მსგავსად უცხოელებიც ერიდებიან ხანგრძლივვადიანი გეგმების დასახვას და ჯავშნები ძირითადად 1 კვირით ადრე შემოდის, რადგანაც 1 კვირით ადრე მარტივია იმის პროგნოზირება რაიმე შეიცვლება თუ არა, ვიდრე 4-5 თვით ადრე.


იმედი გვაქვს, რომ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე, მალე დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს. თუმცა არც ძველ ნიშნულზე დაბრუნება არაა მთავარი მიზანი - მთავარი მიზანია ზრდა და განვითარება“, აცხადებს ნინო ნადიბაიძე.


„ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერის თქმით, გარდა იმისა, რომ ამბასადორის ჯგუფის სასტუმროებში ყველა რეგულაცია დაცულია და ყველა არსებულ თუ პოტენციურ სტუმარს უსაფრთხო გარემოს სთავაზობენ, იმავდროულად აქტიური მუშაობა მიდის არსებული თუ ახალი ბაზრების ათვისებაზე.


„აქტიურად ვთანამშრომლობთ შემომყვან ტუროპერატორებთან და საერთაშორისო კუთხითაც აქტიურები ვართ, რომ საერთაშორისო ბაზარზე კარგი პარტნიორები გვყავდეს და აქტიური რეკლამა გვქონდეს“. ამბობს ნადიბაიძე.


Ambassadori Tbilisi Hotel-ი ​5 ვარსკვლავიანი სასტუმროა და აქცენტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზე კეთდება.


„ძველ პერიოდს თუ შევხედავთ Ambassadori Tbilisi Hotel-ში სტუმრების ძირითადი რაოდენობა მოდიოდა გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და სხვა. ამჟამინდელი დინამიკითაც ამ ქვეყნებიდან იგივე მოთხოვნაა.


Ambasadori Kachreti-ს მაგალითზე კი გეტყვით, რომ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ადგილობრივი ტურისტები უფრო აქტიურად დაინტერესდნენ ჩვენი სერვისებით. საზღვარგარეთ წასვლის შეუძლებლობის გამო უფრი აქტიურად მოგზაურობდნენ ქვეყნის შიგნით. საკმაოდ დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი წელი.


თუ ადრე ზამთრის სეზონი შედარებით დაბალი დატვირთულობით ხასიათდებოდა, წელს ეს შეიცვალა და ზამთრის სეზონიც საკმაოდ დატვირთული გვქონდა“ - ამბობს „ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up