უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

access_time2020-05-29 10:50:08

საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული სექტორი.

 

როგორც ირკვევა საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „არფი ჯგუფი“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ირმა მახარაძე აცხადებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის დროს დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ კომპანია საცხოვრებელ კომპლექს ზღვასთან ახლოს აშენებს, ხოლო მათ სამიზნე აუდიტორიას უცხოელები შეადგენენ. მახარაძის განმარტებით „არფი ჯგუფის“ გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი 30 პროცენტს არ აღემატება.

 

„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, უბრალოდ ტრანზაქციების რიცხვმა იკლო. ამ ეტაპზე უფრო მეტად გააქტიურდა ისრაელი, ინტერესი არ შემცირებულა რუსეთიდან. უბრალოდ, ფულადი ნაკადების გადარიცხვა არის შეზღუდული, თუმცა, უკვე ველოდებით ტრანზაქციების გაზრდას, რადგან გარკვეული რეგულაციები უნდა შემსუბუქებულიყო. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა, ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ის, რომ საზღვრები გახსნილი არ არის და მომხმარებელს არ შეუძლია ადგილზე ნახოს ობიექტი“, - განმარტავს ირმა მახარაძე.

 

ამ ეტაპზე „არფი ჯგუფს“  ორი მიმდინარე მშენებლობა აქვს.  მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სანამ ტურისტების და უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვანწილად არ გაიზრდება კომპანია მანამდე არსებული საფასო პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავს.

 


„მომხმარებლისთვის გავხადეთ უფრო მარტივი უძრავი ქონების შეძენა და ამ ეტაპზე აქცენტი გავაკეთეთ ადგილობრივ სეგმენტზე და მათთვის მისაღები პირობების შექმნაზე. განვადების პერიოდი გავზარდეთ, წინასწარი შენატანი ნულამდე დავიყვანეთ. რა თქმა უნდა მე არ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ 400-500 დოლარამდე გადახდა , ცოტა მაღალი შემოსავალი ვისაც აქვს იმ ადამიანებზე ავიღეთ ორიენტაცია“, - განაცხადა ირმა მახარაძემ.

 

„არფი ჯგუფისგან“ განსხვავებით გაყიდვები 50 პროცენტით შეუმცირდა სამშენებლო და დეველოპერული კომპანი „Mardi Holding“- ს. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე აცხადებს, რომ გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი განულდა, თუმცა,  უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა.  აღსანიშნავია, რომ კომპანია საფასო პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს, თუმცა გეგმავენ, რომ ქართველ მომხმარებლებს გარკვეული ფასდაკლებები შესთავაზონ.

 

„გაყიდვების მაჩვენებელში საქართველოს მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, შეიძლება ითქვას, რომ განულდა. თუმცა, უცხოელი მოქალაქეების კუთხით დიდი კლება არ გვაქვს. რამდენიმე ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყვნენ გაჩერებულები, თუმცა მუშაობა მალევე განაახლეს. ამიტომაც უცხოელი მოქალაქეების ინტერესის კლებას არ ვუჩივით, თუმცა საქართველოში რა თქმა უნდა ყველა თავს იკავებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სააგენტოებთან სხვადასხვა ქვეყნებში ისრაელში, ლიტვაში და უკრაინაში, ისინი სთავაზობენ თავიანთ მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში ინვესტირებას, თუმცა პანდემიის დროს  ყველა ოფისი დაიკეტა. აღსანიშნავია, რომ როგორც კი გაიხსნა ეკონომიკა მოთხოვნა გაიზრდა. საშუალოდ, ამ დროისთვის 50 პროცენტით არის გაყიდვები შემცირებული. ადამიანები ჯერჯერობით კითხულობენ პროექტებს და იმედია მდგომარეობა მალე შეიცვლება“,- აცხადებს ნათია სირაბიძე.

 

ბათუმში არსებულ მდგომარეობაზე კომერსანტთან კიდევ ერთი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი საუბრობს. გალინა დმიტრიევა, REDAgency– ის აღმასრულებელი დირექტორი და Like House– ის მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარანტინის დროს მუშაობა Like House– ში ერთი წუთით არ შეჩერებულა. გალინა დმიტრიევა დარწმუნებულია, რომ კრიზისი ახალა შესაძლებლობებს ჰქმნის განვითარებისთვის და საინტერესო იდეების რეალიზებისათვის.

 

„ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო პანდემიის დროს. რა თქმა უნდა, რეგიონის დეველოპერები გარკვეულ სირთულეებს შეეჯახნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.ჩვენი მომხმარებლები უცხოელი მყიდველები არიან უკრაინიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან . რა თქმა უნდა, კარანტინის დროს, განსაკუთრებით პირველ თვეებში, მოთხოვნა ბათუმში უძრავ ქონებაზე შემცირდა, რადგან მთელი მსოფლიო გაურკვევლ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახლა ხალხი შეეჩვია ახალი რეალობას და უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებისეულ საკითხებს, მათ შორის უძრავი ქონების შეძენას“,- განაცხადა გალინა დმიტრიევამ.


ბაჩო ადამია




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up