„უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სჭირდებათ პროგნოზირებადი გარემო“ - გიორგი კაჭარავა

„უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სჭირდებათ პროგნოზირებადი გარემო“ - გიორგი კაჭარავა

access_time2020-12-28 12:00:45

ახლო მომავალში მთავრობა სპეციალური დადგენილების გამოცემას გეგმავს, რომელიც უცხოელი ინვესტორისათვის სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხებს განსაზღვრავს.


2019 წელს საქართველოში მიწის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორებისთვის მიწის ფლობა გარკვეულწილად შეიზღუდა. კერძოდ, უცხოელი ინვესტორი მხოლოდ მინორიტარი აქციონერი უნდა იყოს იმ კომპანიაში, რომელიც საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწას ფლობს. სწორედ ამ კანონის დახვეწაზე მუშაობს დღეს ინვესტორთა საბჭოში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რა შემთხვევაში შეძლებენ ინვესტორები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.


ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საინვესტიციო შეთავაზებებს, რომელიც მსხვილი კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, ასევე ის პროექტები რომლის განხორციელების შედეგად საქართველო მცირე დროში დაუახლოვდება ევროპულ შესაძლებლობებს. დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია და განხილვებს სამთავრობო სტრუქტურებში გადის.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი  შეთავაზებას მთავრობის მიმართ გააკეთებს და ახსნის რისი გაკეთება და რა მასშტაბის ინვესტიციის განხორციელება სურს, მთავრობა  ცალკე გადაწყვეტილებას მიიღება ამ კონკრეტულ ინვესტორთან დაკავშირებით.


 

„აქ არის საუბარი იმპორტის ჩანაცვლებაზე, საექსპორტო პროდუქციის შექმნაზე, ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება არა ათეული, არამედ ასეულობით მილიონობის ინვესტიცია და სოფლის მეურნეობაში ჩადება. სამწუხაროდ, ქართულ ბიუჯეტს და ქართველ ფერმერებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გაიხსნას კარები ისეთი ცოდნისთვის და ტექნოლოგიებისთვის რომელიც სწრაფად მოგვცემს საშუალებას, რომ მსოფლიო წარმოების ფერხულში ჩავებათ. თუკი დღეს ჰექტარზე გვაქვს 10 ტონა ბოსტნეული და ინვესტორი შემოგვთავაზებს თუ როგორ მივიდეთ 80 ტონამდე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება იქნება ხელშემწყობი ასეთი ინვესტიციებისთვის“, - განმარტავს გიორგი ხანიშვილი.

 

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს „კომერსანტთან“ ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, თუმცა აღნიშნავს, რომ ცვლილებებთან ერთად აუცილებელი ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც ინვესტორს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე უარი ეთქვა, თუმცა მისთვის უარის თქმის მიზეზები დეტალურად არ იყო დასაბუთებული, ეს კი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად აისახება.


„ეს ცვლილება კარგია, თუმცა ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს სჭირდება პროგნოზირებადობა. ზუსტად ეს არის განმაპირობებელი რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტიციებისგან და შემდეგ უკვე ძნელია მათი უკან მობრუნება. ქვეყანაში შემოსულ თითოეულ ინვესტორს განსაკუთრებული მოფრთხილება უნდა და ნებისმიერი მიზეზი უნდა იყოს გამოკვლეული იმასთან დაკავშირებით ესა თუ ის ინვესტორი რატომ წავიდა საქართველოდან და მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მსგავსი შედეგების არ განმეორებას.


ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიდეს დიდი გამოცდილებით, რაც უკეთესია ქვეყნისთვის. ყველა ინვესტორისთვის საჭიროა პროგნოზირებადი გარემო და ის მოლოდინები რომ რა დახვდება აქ ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში“,- განმარტავს გიორგი კაჭარავა.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ინვესტორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up