უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ისევ გააქტიურდა - პარლამენტში შიდა განხილვები უკვე მიმდინარეობს

უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ისევ გააქტიურდა - პარლამენტში შიდა განხილვები უკვე მიმდინარეობს

access_time2016-12-20 10:10:00

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი ისევ გააქტიურდა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შიდა განხილვა უკვე დაწყებულია. მიწების არარეზიდენტებზე გასხვისების საკითხის წინ წამოწევას  საზოგადოების ერთი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა. დეპუტატებისა და ექსპერტთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ მიწების უცხოელებზე მიყიდვა უნდა მოხდეს, თუმცა, მათ გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები უნდა დაეკისროთ. მეტიც, მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ამით ქვეყანა გარკვეულ ბენეფიტს მიიღებს.

 

მიწის უცხოელებზე გასხვისების დაკანონებას ეწინააღმდეგება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მისი განცხადებით, სასოფლო–სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის დაკანონება საქართველოს დასასრულის დასაწყისია. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების წახალისება მიწის უცხოელებზე გასხვისების გარეშეც შეიძლება და მსოფლიოში ამის დიდი გამოცდილებაც არსებობს. „უნდა ვიცოდეთ, რომ მიწა არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. არავის არ აქვს უფლება, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე", – აცხადებს ბერიძე. 

 

უცხოელებზე მიწების მიყიდვას კი ეთანხმება დეპუტატი გუგული მაღრაძე. „თუ თავად ამუშავებ და კარგი შემოსავალი გაქვს რა თქმა უნდა, არ გაყიდი. მიწას ყიდის ვინ? ის, ვინც თავად ვერ ამუშავებს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევეცადოთ ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ქართველებმა შეძლონ ამ მიწების დამუშავება. როდესაც უცხოელი ამ მიწებს ყიდულობს, გარიანტია და ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომ ამ მიწის დამუშავებით თანხას გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მიწები მივყიდოთ უცხოელებს, რათა მათ დაამუშაონ მიწა და ამ პროცესში დასაქმდებიან სხვა ადამიანები" - განაცხადა პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ.


„კომერსანტი" დაინტერესდა, რა მიმართულებით აპირებს საკანონმდებლო ორგანო მიწის საკუთრების საკითხის დარეგულირებას, მითუმეტეს იმ პიროებში, როდესაც პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „კომერსანტთან" რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამეტი ბევრ სხვა აქტუალურ კანონპროქტებთან ერთად, უცხოელებზე მიწის გასხვისების სპეციფიკაზეც იმუშავებდა. მაშინ დანელიამ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ის არც დღეს აკეთებს.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი კი განმარტავს, რომ კომიტეტის სხდომაზე მსგავსი საკითხი გამოტანილი არ არის, თუმცა, შიდა განხილვებში გარკვეული პოზიციები არსებობს. „კომიტეტში არის გარკვეული პოზიციები, თუმცა, არ გვინდა, რომ ამ საკითხზე ვიჩქაროთ და განცხადებები გავაკეთოთ. როდესაც ფართო მსჯელობის საგანი გახდება, განცხადებებიც მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება. რაც შეეხება გუგული მაღრაძის განცხადებას, ჩემი აზრით, ეს იყო მისი პირადი აზრი და არა გუნდის პოზიცია. ამ შემთხვევაში, გუნდის პოზიცია მოგვიანებით გაჟღერდება"-აცხადებს შიოლაშვილი.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მამუკა ჩიქოვანის ინფორმაციით, კომიტეტში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით კანონპროქეტი ამ დროისთვის ჯერ არ შესულა და შესაბამისად, არც კი განხილულა. მისი თქმით, თუ მთავრობა აღნიშნულ ინიციატივას დააყენებს, ის მხარს აუცილებლად დაუჭერს.


როგორც ჩიქოვანი აცხადებს,მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება არასწორი იყო. მისი ინფორმაციით,უცხოელებზე მიწის გასხვისების დაკანონებას ბევრი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია. კერძოდ, მსგავსმა შეზღუდვებმა და სხვა არასწორმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ დღეს სერიოზული კრიზისია.


„ეს არის ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯები, გასაუქმებელია მთელი რიგი პროგრამები. საბოლოო ჯამში, თუ ეს გადაწყევტილებები იქნება მიღებული, ქვეყანა რთული მდგომარეობიდან გამოვა. ეს ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციების შემოსვლას, რაც არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა დაიწყოს"-აცხადებს ჩიქოვანი.


უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას გარკვეული საინვესტიციო პირობებით ეთანხმება საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" ხელმძღვანელი აიეტი კუკავაც. მისი შეფასებით, უცხოელებზე მიწის გასხვისება შესაძლებელია, თუმცა, გარკვეული საინვესტიციო პირობებით.

 


როგორც კუკავა აცხადებს, ძალიან ბევრი მიწას ყიდულობს იმიტომ, რომ ქვეყანა განვითარებადია, 5-10 წლის შემდეგ მიწა ბევრად ძვირი ეღირება და ყოველგვარი დიდი დანახარჯების გარეშე მოგებას მიიღებს. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მიუღებელია.


„მიწას თუ ვინმე იყიდის, გარკვეული პროდუქტი უნდა აწარმოოს. ამის საფუძველზე უნდა გაიზარდოს ეკონომიკა,ინვესტორმა უნდა შემოიტანოს ნოუ-ჰაუ, დაასაქმოს ქართველი მუშა-ხელი. ასევე აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც უპრობლემოდ გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქართული მიწა გაცილებით პროდუქტიულია და გაცილებით ნაკლები დანახარჯებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქტის მოყვანა. ვთვლი, რომ აქ წარმოებული ევროპაში ყველა პროდუქციას გაუწევს კონკურენციას და ადგილს პრემიუმ სეგმენტში დაიკავებს. ამ ვალდებულებების გარეშე, ვინმესთვის მიწის გადაცემა სწორი არ იქნება"-აცხადებს კუკავა.

 

მისივე ინფორმაციით, ლაბორატორიებისა და სამეცნიერო ინსტიტუტებში მომუშავეები ჩამორჩნენ თანამედროვეობას,შედეგად, სოფლის მეურნეობის კუთხით მსოფლიო ეკონომიკისთვის დაწევა რთულია. „ ჩვენთვის ყველაზე მოკლე გზაა, მოვიყვანოთ ინვესტორები და საინვესტიციო პირობები განვუსაზღვროთ"-აცხადებს კუკავა.


„მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი განმარტავს, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება აკრძალული არ უნდა იყოს, თუმცა, ესეც გარკვეულ ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. როგორც გიგაშვილი აცხადებს, ქვეყანამ მსგავსი ტიპის კანონებით ინვესტიციების შემოდინებას ხელი არ უნდა შეუშალოს.მისი თქმით, ამ მიმართულებით უსაფრთხოების სტრატეგია უნდა არსებობდეს.


„შეიძლება იყოს გრძელვადიანი იჯარები და ეს ეს რეგულირების სფეროში უნდა იყოს მოქცეული. კერძოდ, ჩადებული უნდა იქნას ადგილობრივების დასაქმების საკითხი."-აცხადებს გიგაშვილი.


იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს,რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოიტანა როგორც ქვეყნის შიგნით,ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, თუ მთავრობა აღიარებს თანამედროვე სტანდარტს და იმას, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცულია, უნდა იყოს თანმიმდევრული და ბოლომდე უნდა დაიცვას.

 

მისი განცხადებით, დღეს არსებული კანონით, სახელმწიფომ მოქალაქეეებს დაუწესა აკრძალვა, რომლის შედეგადაც, მიწის უცხოელებზე გასხვისება ფიზიკურ პირს არ შეეუძლია. „ თუ საქართველოს მოქალაქე იძლეოდა პირობითად 100 ლარს,იგივე მიწის ნაკვეთში უცხოელი 100-ჯერ მეტს იხდიდა. სახელმწიფომ, როდესაც აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, კერძო მფლობელები აზარალა ისე, რომ სანაცვლოდ არანაირი კომპენსაცია და უფლება არ დაუტოვა"-აცხადებს ალაფიშვილი.


მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს აღნიშნული პოლიტიკის გატარება შეუძლია თუმცა, მხოლოდ იმ ქონებზე, რომელიც მის საკუთრებაშია. „თუ სასოფლო-სამეურნეო მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია დარჩენილი, მისი გაყიდვის აკრძალვა შესაძალებელია. ამის გაკეთება ქვეყანას კანონში ცვლილების გარეშე შეუძლია. სახელმწიფომ, როდესაც უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ამით რიგირთ მოქალაქეებს ჩაუყო ჯიბეში ხელში. ეს კი დარღვევაა"-აცხადებს ალაფიშვილი.


მისივე თქმით, დღეს არსებული საბიუჯეტო პრობლემები და შემცირებული საინვესტიციო აქტივობა ერთის მხრივ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვამაც გამოიწვია.


უცხოელებზე მიწის მიყიდვის დარეგულირება „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უცხოელებსა და უცხოურ ფირმებზე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმით დაიწყო. მიწის გასხვისების აკრძალვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. ვადის ამოწურვამდე კი მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". კანოპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 2014 წლის სექტემბერში წარადგინა და დაამტკიცა, თუმცა, პროექტს კანონის ძალა ამ დრომდე არ მიუღია. მოხსნილია მხოლოდ მორატორიუმი.


საქმე ისაა, რომ პროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი. პარლამენტის კომიტეტებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 2015 წლის თებერვალში განიხილეს, თუმცა, შემდგომ განხილვები აღარ ჩატარებულა.

 

მაშინ მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი. მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც, ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ, უცხოელს რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო-სამეურნეო მიწას,შეეძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე.


ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირისშემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება.

 

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up