დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გზის მშენებელი ქართული კომპანიები არ მონაწილეობენ

დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გზის მშენებელი ქართული კომპანიები არ მონაწილეობენ

access_time2019-02-04 12:00:59

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალის ერთ-ერთი -ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ასაშენებლად 6 ჩინური და 3 თურქული კომპანია იბრძვის. წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 376 962 285 ლარია. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.



ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ გზის მშენებელი ქართული კომპანიები საგზაო ინფრასტრუქტურულ ტენდერებში  თამაშგარე არიან დარჩენილნი  და მთავარი საავტომობილო მაგისტრალები უცხოელებზეა მინდობილი. არადა,  წლების წინ დიდ და მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას იღებდნენ, იგებდნენ და მუშაობდნენ  ქართული კომპანიებიც. თუმცა, 2013 წლიდან უცხოური კომპანიების მასიურად შემოსვლას  ქართული კომპანიების გაკოტრება  და ბაზრიდან გასვლა მოჰყვა. ამ მავნებლურ პოლიტიკას ქართველ ექსპერტთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდს უკავშირებს, რაც წლების მანძილზე არც ერთმა მთავრობამ არ შეცვალა.



ქართული კომპანიები პრობლემას ბოლო წლებში დანერგილ სატენდერო პირობებში ხედავენ. განსაკუთრებით ეს ეხება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდს. მათი განმარტებით, ბაზარზე არსებულ არც ერთ ადგილობრივ კომპანიას სამინისტროს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ შეუძლია.


 

ინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანიების პრეტენზიების მიზეზი სატენდერო პირობებია. მათი თქმით, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, გამოცდილება, ფინანსური შესაძლებლობები და ბრუნვა ის კრიტერიუმებია, რისი დაკმაყოფილებაც შეუძლებელია.


 

გზების მშენებელი კომპანია შპს „ლაგოდეხავტოგზას“  ხელმძღვანელი გია წიქარიშვილი განმარტავს, რომ ქართულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში გამოცდილების მიღების და დაგროვების საშუალებაც კი არ ეძლევათ. მისი თქმით, დღევანდელ პირობებში შეუძლებელია მსხვილ პროექტებში თუნდაც ქვეკონტრაქტორად ყოფნა.


 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ ქართული კომპანიების რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ეზღუდებათ იმ მიზეზით, რომ  გამოცხადებულ ტენდერებში ითხოვენ გამოცდილებას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ქართულ კომპანიებს არ გააჩნიათ. მისივე განცხადებით, ისეთი პირობებია ჩადებული, რომელსაც ქართული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ. როგორც კაპანაძე განმარტავს, ტენდერები ისე უნდა იყოს გამოცხადებული, რომ იქ მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ კომპანიებს.


 


„ქართული კომპანიები ძირითადად ჩართულები არიან მცირე პროექტებში, მათ შორის დედაქალაქის ან რეგიონების პროექტებში. აუცილებელია გადაიხედოს სატენდერო პირობები და გათვალისწინებული იყოს ის გამოცდილება და შესძლებლობა, რაც ამ კომპანიებს აქვთ. ქვეყანაში უპირატესობას ვაძლევთ,  მაგალითად, ჩინურ კომპანიებს, რომელსაც, შესაძლოა, პროექტის განხორციელების დროს იმდენი პრობლემა შეექმნას, რომ უფრო უარესი აღმოჩნდეს. მაგალითად, ჩინური „სინოჰიდრო“, რომელიც არის დიდი საერთაშორისო კორპორაცია.


 

რეალურად დავინახეთ, რომ რამდენიმე ქართული პროექტი, რომელიც ამ კომპანიამ  აიღო, ჩავარდა და ვერ განხორციელდა. ჩვენ თუ ასეთ რთულ და  არარეალურ პირობებს წავუყენებთ ქართულ კომპანიებს,  გამოგვივა, რომ ისევ „სინოჰიდროს“ მსგავსი კომპანიები ჩაერთვებიან  ტენდერში და მოგვიწევს ისევ იგივე წრეში ვიტრიალოთ,“ აღნიშნავს კაპანაძე.  


 

კითხვაზე - ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება  იყო მიზანმიმართულად უცხოური კომპანიების ლობირების გამო მიღებული,  თუ საქმე გვქონდა არაპროფესიონალიზმთან? კაპანაძე განმარტავს, რომ კონკრეტულად იმაზე საუბარი, ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ არა, რთულია, რადგან კონკრეტული ფაქტების არსებობაა საჭირო.



„ყველას გვახსოვს, რომ მსხვილი მაგისტრალური ტენდერების დროს გარკვეული კორუფციული ნიშნები  გამოიკვეთა. ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც ამათუიმ კომპანიის გამარჯვების შემდეგ იზოგებოდა ფინანსები, მაგრამ სად მიდიოდა ეს თანხები, არ ვიცოდით. შემდეგ გზების დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანები იწყებდნენ მუშაობას რომელიმე კომპანიაში, რომელიც ამათუიმ კორუფციული სქემის შესაძლო ნაწილი იყო. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკითხვაც მოხდა. გამოძიება თავის სათქმელს იტყვის, თუმცა კარგი იქნება, გადაიხედოს ის პირობები და ის ფაქტები, რაც ტენდერებშია ჩადებული,“ აღნიშნავს კაპანაძე.


 

ირაკლი ხერგიანი საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  2015 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე იყო. როგორც ის „კომერსანტთან“ აღნიშნავს, მსხვილ პროექტებს საქართველოში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ. შედეგად, შესყიდვის პროცედურები თითქმის იდენტურია და არ შეცვლილა. როგორც ხერგიანი განმარტავს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არსებულ პროექტებზე თითქმის ერთნაირი შესყიდვის პრიცედურაა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი  ვალდებულია ეს დონორის მიერ დადგენილი წესებით განახორციელოს.

 

„ვსაუბრობ მრავალმილიონიან, პირობითად, 100 მილიონიან პროექტზე, სადაც კომპანიებს უნდა ჰქონოდათ ანალოგიურ პროექტში მუშაობის გამოცდილება. ამიტომ არის, რომ ქართული კომპანიები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, აღნიშნავს ხერგიანი.

 

კითხვაზე, თუნდაც 2012 წლამდე როგორ აკმაყოფილებდნენ  ქართული კომპანიები დონორი ორგანიზაციების  მოთხოვნებს, ხერგიანი აღნიშნავს, რომ დიდ  ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქართული კომპანიები არასდროს მონაწილეობდნენ, იმიტომ, რომ, ვერ აკმაყოფილებდნენ თუნდაც ფინანსურ მოთხოვნებს.

 

„მახსენდება მხოლოდ 2004 თუ 2005 წელს, როდესაც ქართულმა კომპანიებმა, მათ შორის, როგორც მახსოვს, „ზიმომ“ ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა განახორციელა, თუმცა, ეს მაშინ ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. ამის შემდეგ ყოველთვის იყვნენ  უცხოური კომპანიები, რომლის ქვეკონტრაქტორად რამდენიმე  ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი,“  აღნიშნავს ხერგიანი.


 მისი განმარტებით,  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა შეუწყოს ხელი  იმას, რომ ქართული კომპანიები ქვეკონტრაქტორებად მაინც იყვნენ, რომ გაიზარდნონ.


„ეს იყო იმ დროინდელი სტრატეგია, რომ ქართული კომპანიები გაზრდილიყვნენ და გასულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე - როგორც სამშენებლო, ასევე საინჟინრო კომპანიები. ეს სავალდებულოა. აუცილებელია, რომ ქვეყანამ გასწიოს საინჟინრო ექსპორტი და არა იმპორტი,“  აღნიშნავს ხერგიანი.


 კითხვაზე - დღეს აქვს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსი სტრატეგია? - ხერგიანი განმარტავს, რომ ქართული კომპანიები დღესაც აქტიურად  მუშაობენ. ასეთია, „ბლექსი  ჯგუფი“, „კავკაზუს როუდ პროჯექტი“. 


„მსხვილ ტენდერებში ამ ორ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული  და, როგორც ვიცი, ისინი დღესაც ძალიან კარგად მუშაობენ. შესაბამისად, ეს სტრატეგია შენარჩუნებულია. ჩემი  საგზაო დეპარტამენტში მუშაობის დროს არსებობდნენ ქართული კომპანიები, რომლებიც ქვეკონტარქტორად მუშაობდნენ დიდ საერთაშორისო კომპანიებთან , შესაბამისად, თანამშრომლობაც იყო,“  აღნიშნავს ხერგიანი.

 

„კომერსანტმა“ სცადა თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ.  ჩვენს მიერ გაგზავნილი ფეისბუქ შეტყობინება,  ნახვის შემდეგ, მან უპასუხოდ დატოვა. „კომერსანტი„ ცდილობს დაუკავშირდეს ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის  ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ნოდარ ჯავახიშვილს და დავით შავლიაშვილს.


„კომერსანტი“ 





უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up