ზედიზედ მესამე წელს უცხოელებისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ჰონგ-კონგი დასახელდა. ამის შესახებ კონსალტინგ-ჯგუფი Mercer-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი მეტყველებს.
კვლევისას რეიტინგის ავტორები ადარებენ ფასებს 200-ზე მეტი ტიპის საქონელსა და მომსახურებაზე ხუთი კონტინენტის 209 ქალაქში. მკვლევარები ადარებენ საცხოვრებელი ფართის ქირაობის ღირებულებას, ტრანსპორტის, საკვების, ალკოჰოლის, თამბაქოს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების საფასურს და ა.შ. კვლევაში გამოყენებული მონაცემები 2020 წლის მარტით თარიღდება.
ხანგრძლივი საპროტესტო აქციების მიუხედავად ჰონგ-კონგმა რეიტინგის პირველი ადგილი შეინარჩუნა. მას მოყვება თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი (+5 პოზიცია რეიტინგში) და იაპონიის დედაქალაქი ტოკიო (-1 პოზიცია).
რეიტინგის პირველ ათეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ციურიხი, შვეიცარია (+1)
სინგაპური, სინგაპური (-2)
ნიუ-იორკი, აშშ (+3)
შანხაი, ჩინეთი (-1)
ბერნი, შვეიცარია (+4)
ჟენევა, შვეიცარია (+4)
პეკინი, ჩინეთი (-2)
imedinews.ge