ზამთრის სეზონისთვის უცხოელები ნომრებს წელსაც ჯავშნიან - გოდერძის კურორტი სეზონის დაწყებას ელის

ზამთრის სეზონისთვის უცხოელები ნომრებს წელსაც ჯავშნიან - გოდერძის კურორტი სეზონის დაწყებას ელის

access_time2020-11-25 13:00:11

აჭარაში, გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე სეზონის დაწყებამდე ორი ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება, ესენია - „ამბასადორი“ და „ირე პალასი“. თუმცა, როგორც „გოდერძი რეზორტის“ დირექტორი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ არ იყოს სრული ლოქდაუნის მოლოდინი, კურორტი სეზონისთვის მზად არის.

 

ორი სასტუმროა, რომლებიც ზონისთვის გახსნას აპირებენ, თუმცა რამდენად დაამთავრებენ სამუშაოებს ვერ გეტყვით.

 

მოარული ხმებია, რომ ფართომასშტაიან კარანტინზე ვაპირებთ ადასვლას, მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ.

 

ჯერ სეზონის გახსნაც როდის იქნება არ ვიცით, ეს დამოკიდებულია პანდემიაზე და თოვლზე. კი გათოვდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი სანტიმეტრია და არ არის საკმარისი სათხილამურო ტრასების გასახსნელად.

 

შარშან 7 იანვარს გავხსენით კურორტი და იმედია წელსაც ასე არ იქნება,“ - ამბობს „გოდერძი რიზორტის“  დირექტორი მალხაზ მახარაძე.

 

კურორტ გოდერძზე „ამბასადორის“ ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმებოდა. სასტუმროს ორივე კორპუსი 215 ნომერს, რესტორნებს, ლაუნჯს, საკონფერენციო სივრცეებს, სპასა და აუზებს აერთიანებს. ასევე ექნება 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი და თხილამურების გასაქირავებელი პუნქტი.

 


კომპანიაში ამბობენ, რომ „ამბასადორ გოდერძის“ მშენებლობისთვის, ჯამში, $30 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.

 

 ძვირია თუ არა პანდემიისა და კრიზისის გამო დასვენება ზამთრის კურორტებზე და რამდენად ელოდება გოდერძი ადგილობრივ დამსვენებელს? მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ

 

 

„სათხილამურო ტრასები მაშინ გაკეთდება, როცა გათოვდება.  საბაგიროებს რაც შეეხება, ტექნიკური შემოწმება, როგორც მე ვიცი ჩატარებულია, დამცავი ბადრები გაკეთებულია და ნიშნებიც დაყენებულია, ჩვენ სახელმწიო სტრუქტურები მზად ვართ და კერძოები რას აპირბენ, ერ გეტყვით.

 

რაც შეეხება დასვენებას, შარშან რა ფასები იყო, იგივე დარჩა.  პროდუქტის გაძვირება მსოფლიოში, სასტუმროს ფასებზე და რესტორნებზე არ იმოქმედებს.

ჩემ ვარაუდით, არ გაძვირებულა სასტუმროს ფასები -50-150 ლარამდე და გესთ ჰაუსებს რაც შეეხება, ის უფრო იაფია.

 

უნდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება არის უცხოელებისგანაც კი,  დამირეკეს დასაჯავშნად იმ ტურისტებმა ვინც შარშან იყვნენ, 1-2 ჯავშანი უცხოეთიდანაც მივიღე, ალბათ ჩამოვლენ და რვა დღიან კარანტინს გაივლიან“- ამბობს  მახარაძე.

 

 

რაც შეეხება წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც გასული სეზონიდან ახსოვს დამსვენებელს , მალხაზ მახარაძის თქმით, მომავალი წლიდან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონიანი პროექტი განხორციელდება.

 

წყლის პრობლემა მოგვარებულია.  რაც ახლა არის, ის კიდევ ერთ ორ სასტუმროს აიტანს და მომავალი წლიდან დაგეგმილია პროექტი და 3 მილიონ ლარიანი  სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიც მთლიან სასტუმროს და კიდევ დამატებით 200 ჰა-ს დამატებას ვაპირებთ კურორტზე და იმათ ეყოფათ წყალი. წელს დამატებითი წყლები საკუთარი ხარჯებით დავამატეთ,“- ამბობს „გოდერძი რიზორტის დირექტორი.

 

აღსანიშნავია, რომ კურორტზე არსებული კოტეჯები სახელმწიფოს საკუთრება აღარაა და ის შპს „ხიდი 2006“-მა შეიძინა, ესაა კომპანია რომელსაც რესტორანი „სანრემო“ ეკუთვნის. ამავე კომპანიაზე გასვისდა სასტუმრო „მეტეო“.   ამ ეტაპზე კი 24 ნომრიანი კოტეჯები სართულების დამატებით 48 ნომრითაა წარმოდგენილი.

 



თეგები:
გოდერძი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up