უცხოელ ინსტრუქტორებს მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიკატით გუდაურში მუშაობის უფლება არ აქვთ - ია თაბაგარი

უცხოელ ინსტრუქტორებს მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიკატით გუდაურში მუშაობის უფლება არ აქვთ - ია თაბაგარი

access_time2023-01-20 13:30:26

საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი ადგილობრივ და უცხოელ ინსტრუქტორებს შორის არსებულ  კონფლიქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


მისი თქმით, უცხოელ ინსტრუქტორებს მხოლოდ საერთაშორისო სერტიფიკატით გუდაურში მუშაობის უფლება არ აქვთ.


„არ არსებობს ასეთი პრეცედენტები ხელშეკრულების და გადასახადის გადახდის გარეშე.



გუდაურში მიმდინარე კონფლიქტზე მინდა დავწერო. ადგილობრივი ინსტრუქტორები წინააღმდეგი არიან, რომ უცხოელებმა იქ იმუშაონ და თვლიან რომ პრიორიტეტი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ ინსტრუქტორებს. ახლა ვუსმინე უცხოელებს, ორივე უტიფრად ამტკიცებს რომ საერთაშორისო სერტიფიკატი აძლევს მათ უფლებას იმუშაონ გუდაურში. ეს არის დიდი ტყუილი, რადგან სერტიფიკატი ამისთვის არ კმარა. ავსტრიის რომელიმე კურორტზე რომ ჩავიდნენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ქართველი გიდები ან ინსტრუქტორები, ვინმე დართავს ნებას რომ იმუშაონ? არ არსებობს ასეთი პრეცედენტები ხელშეკრულების და გადასახადის გადახდის გარეშე.


რუსული სათხილამურო კლუბის გაცემული ფარატინა ფურცელი საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეეზღუდოთ მუშაობის უფლება უთანასწორო კონკურენციაში? მე და ჩემმა გუდაურის მეგობრებმა დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, რომ კონფლიქტები მოჰყვებოდა გუდაურის ქაოსურ განვითარებას. არაერთხელ შევახსენეთ არაერთ ხელისუფლებას საკითხის დარეგულირება, მაგრამ ყოველთვის არა-სერიოზული დამოკიდებულება იგრძნობოდა. ამის შედეგად მივიღეთ აგრესიული თამაში წესების გარეშე!


ვინმე ადგილობრივ ახალგაზრდებს თუ დააკისრებს შეუფერებელ პასუხისმგებლობას, ეს იქნება დიდი უსამართლობა, როცა კურორტს ადეკვატური რეგულაციები არ გააჩნია და კანონი არ არეგულირებს ვის აქვს მუშაობის უფლება, ვის არა! ჩემი მხარდაჭერა ადგილობრივ ინსტრუქტორებს ჟინვალიდან დარიალის ხეობის უკიდურეს წერტილამდე! P.S. სათხილამურო კურორტი ერთადერთი მიზიდულობაა დღევანდელ რეალობაში, რომელიც ხევის და მთიულეთის ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლას გადააფიქრებინებს. ყველა ფაქტორი გაითვალისწინეთ სანამ ღიად გაუღებთ კარს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სანამ სასათბურე პირობებს შეუქმნით სათხილამურო კურორტებზე“, - წერს ია თაბაგარი.


საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტ გუდაურში ადგილობრივები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ ქვეყანაში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up