უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე

access_time2018-07-11 19:00:00


„პოლიტიკოსთა განცხადებებში, მედიასა და საზოგადოებაში მომატებულია ქსენოფობიური და რასისტული განწყობები. სასწავლებლად, სამუშაოდ თუ სამოგზაუროდ ჩამოსულ უცხოელებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას აფერხებს. სამწუხაროდ, ამ ფონის შექმნას საქართველოს ხელისუფლების პასიურობაც უწყობს ხელს. ამ სტატიის მიზანია, დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ რამდენიმე არაჯანსაღ სტერეოტიპს,„ - აღნიშნულია გივი მომცელიძის სტატიაში „უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში: მითები და სინამდვილე„, რომელიც  თავისუფლების განვითარების ფონდის (IDFI), ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსის  გამარჯვებული გახდა. 


გივი მომცემლიძემ სტატიით არაერთი გავრცელებული სტერეოტიპის დაარღვია და აჩვენა, რომ  უცხო ქევყნის მოქალაქეებს რიგ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკასა და ზოგადად განვითარებაზე საკმაოდ პოზიტიური გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. 


უფრო ზუსტად სტატიის ზოგადი შეფასება ასე გამოიყურება:

 

1.მითი: - 2017 წელს „ქართული მარშის“ აქციების ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად უცხოელთა კრიმინალის გახშირება დასახელდა. 


   რეალობა:  2015 წელს 1,000 დანაშაულიდან მხოლოდ 45 მოდიოდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, გასულ წელს ეს მაჩვენებელი კი შემცირდა და 38 შეადგინა.

 

2.მითი: - სამართალდამცველები დანაშაულის ჩამდენ უცხოელებს არ სჯიან. 

                                                                                              

რეალობა: 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს 2.5-ჯერ მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე იხდიდა სასჯელს. არადა, დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა მხოლოდ 1.33-ჯერ გაიზარდა.


 

3.მითი: - საქართველოს მოქალაქეობის მიღება აზიელ და აფრიკელ სტუმრებს ადვილად შეუძლიათ. 


რეალობა:  86% შემთხვევაში, მოქალაქეობის რეკომენდაცია საქართველოში დაბადებულებზე ან მათი ოჯახის წევრებზე გაიცემა.

 

4.მითი: - უცხოელები უმეტესად სოფლის მეურნეობის სექტორში საქმდებიან. 


რეალობა:  სულ საქართველოში 17,595 უცხოელია დასაქმებული. ამათგან მხოლოდ 1.1% ანუ 189 საქმიანობს აგრარულ სფეროში. უცხოელების მიერ დაფუძნებულმა საწარმოებმა 2014 წელს ბიუჯეტში 1 მილიარდამდე ლარი შეიტანეს.

 

5.მითი: უცხოელი სტუდენტები განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოდიან და საქართველოს ეკონომიკა არანაირ სარგებელს არ იღებს.

    რეალობა: მარტო მიმდინარე წელს, უცხოელი სტუდენტები დაახლოებით 78 მილიონ დოლარს დახარჯავენ.



6.მითი: - საკონსტიტუციო აკრძალვამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ძირითადად ინდოელები და არაბები ყიდულობდნენ. 

  რეალობა: 2012-16 წლებში სასოფლო-სამეურნეო მიწების შემძენთა ხუთეულში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეები შედიან, რომლებზეც ჯამში 85.3% მოდის. 1.3%-ით მეექვსე ადგილზე ირანელები არიან.


ყველა აღნიშნული მითის შესახებ ინფორმაცია კვლევაში დეტალურადაა ასახული, მათ შორის ერთ-ერთია მე-6 მითი, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწები. ეს უკანასკნელი იმედნად ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია, რომ საბოლოოდ მიწის უცხოელებზე გაყიდვა კანონითაც აიკრძალა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეები რა ფართობის მიწებს ფლობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ გარკვეულ სურათს იძლევა, „საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილში“ გამოქვეყნებული 2012-2016 წლების სტატისტიკა. დიაგრამაში კარგად ჩანს, რომ უცხელებიდან  მიწის მყიდველთა უმეტესობა არა იდნოელებზე და ირანელებზე, არამედ სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.




სალომე ლემონჯავა

 






ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up