პანდემიის პირობებში, „რითეილ გრუპ ჯორჯია“  რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას გეგმავს

პანდემიის პირობებში, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას გეგმავს

access_time2020-09-07 13:00:34

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ ახლო მომავალში რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანას აანონსებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ივლისში თბილისი მოლში Ipekyol-ის მაღაზია უკვე გაიხსნა, რომელსაც კიდევ რამდენიმე ბრენდი დაემატება. თუმცა, კონკრეტულად რომელი, „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.

 

ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

 

კითხვაზე, თუ როგორ შეძლეს რითეილ გრუპ ჯორჯიაში შემავალმა ბრენდებმა პოსტ პანდემიური პირობების გადატანა, კომპანიაში აცხადებენ, რომ იყო რთული, თუმცა დაძლევადი.

 

„პანდემიის პერიოდი და მაღაზიების ორ თვეზე მეტი ხნით დახურვა, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევა იყო “რითეილ გრუპ ჯორჯიაში” შემავალი ბრენდებისთვის როგორც გლობალურად, ასევე საქართველოს მასშტაბით. ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების წინაშე გააზრებული პასუხისმგებლობის გამო ჩვენ მაღაზიები ოფიციალურად გამოცხადებულ თარიღზე ადრე დავკეტეთ და გავიხსენით 1-ელ ივნისს, რეგულაციების სრული დაცვით.


 

გახსნიდან გასული 3 თვის შეფასებამ დაგვანახა ჩვენი პროგნოზების სისწორე, აღნიშნული პერიოდი რა თქმა უნდა, იყო რთული, თუმცა დაძლევადი. ამ ეტაპზე ჩვენი ყველა მაღაზია ახალ, შემოდგომა-ზამთრის სეზონს იწყებს ახალი კოლექციებითა და განახლებული შეთავაზებებით. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, ამ სეზონიდან დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.

 

რაც შეეხება სიახლეებს, ივლისში თბილისი მოლში ახალი ბრენდის Ipekyol-ის მაღაზია გავხსენით. ეს ბრენდი საკმაოდ პოპულარულია მოდის მოყვარულ ქალბატონებში და მოხარულები ვართ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, მაინც მოვახერხეთ მაღაზიის დროულად გახსნა და მათთვის ბრენდის ულამაზესი საზაფხულო კოლექციის წარდგენა.

 

ახლო მომავალში იგეგმება კიდევ რამდენიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანა, ასევე გვექნება გარკვეული სიახლეები ონლაინ კომერციასთან დაკავშირებით“,- აცხადებენ „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“.


bpn.ge





საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up