უახლოეს მომავალში "სოფლიდან.ჯი" - ში დამატებითი ინვესტიციის ჩადება იგეგმება

უახლოეს მომავალში "სოფლიდან.ჯი" - ში დამატებითი ინვესტიციის ჩადება იგეგმება

person access_time2016-04-14 13:38:52

„სოფლიდან.ჯი“ ნატურალური სოფლის პროდუტების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ზრდას და განვითარებას დღემდე აგრძელებს. Myrest.ge დაინტერესდა, როგორ მოიპოვა ინტერნეტ გაყიდვების კომპანიამ მომხმარებელთა ნდობა, რამდენად კმაყოფილები არიან გაყიდვებით კომპანიაში და როგორია მათი სამომავლო გეგმები.

 

„ჩვენი კომპანია 2015 წლის საუკეთესო სტარტაპად დასახელდა. მედია დაინტერესებული იყო და დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. თავად იდეაც დიასახლისებისთვის მისაღები და სასურველი აღმოჩნდა. ჩვენც ბევრი შრომა ჩავდეთ და შედეგმაც არ დააყოვნა,“ _ ამბობს ჩვენთან საუბრისას „სოფლიდან.ჯის“ წარმომადგენელი.

 

მომხმარებლების ნდობის მოპოვება იტერნეტ გაყიდვების შემთხვევაში განსაკუთრებით რთული მოსაპოვებელია. კომპანია თავის წარმატებას პროდუქციის მაღალ ხარისხს მიაწერს.

 

„გაყიდვების ხელისშემშლელია ის ფაქტორი, რომ მომხმარებელი ვერ ხედავს პროდუქტს, რითაც ოჯახის წევრები უნდა გამოკვებოს. ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. ვინც გაბედა და დააგემოვნა პროდუქცია, ჩვენ მუდმივ მომხმარებლად დარჩა,“ _ გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

„სოფლიდან.ჯის“ კონცეფცია სახლიდან გაუსვლელად მომხმარებლების ნატურალური პროდუქციით მომარაგებაა. ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე კომპანიის მთავარი მიზანი, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნა, უცვლელი რჩება, რასაც მუდმივ კლიენტებთან კომუნიკაციის მეშვეობით ახერხებენ.


 

„ჩვენი კონცეფცია არის ის, რომ ნატურალური პროდუქტი მომხმარებლის სახლამდე მარტივად მივიდეს. მომხმარებელი ძალიან დაგვეხმარა მენიუს შექმნაში. მათთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი რა სურთ, რას ვერ შოულობენ. ფაქტიურად, მთლიანი მენიუ მომხმარებლების ჩამოყალიბებულია. დღემდე ვმუშაობთ და ვავითარებთ მენიუს, რათა მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვქონდეს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ბაზარში სოფლის პროდუქტის ყიდვა არ დასჭირდეს. ყველამ იცის, რომ თუ რაიმე არ მოეწონებათ, უკმაყოფილება თავისთვის არ უნდა შეინახონ და თუნდაც, „ფეისბუქის“ კედელზე დაგვიპოსტონ, რათა ვიცოდეთ და ხარვეზები გამოვასწოროთ,“ _ აცხადებენ კომპანიაში.

ინტერნეტ გაყიდვების კომპანიის გაყიდვები ზრდადია. იანვარიც კი, რომელიც „სოფლიდან.ჯის“ წარმომადგენლის თქმით ჩავარდნილი თვეა, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა. „იქედან გამომდინარე, რომ კომპანია იზრდება და ფართოვდება, ხარჯებიც ძალიან გაიზარდა. ამიტომ ჯერ გაყიდვებით კმაყოფილებაზე ლაპარაკი ზედმეტია,“ _ გვითხრა საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა.

 

კომპანიაში თვლიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესს ხელშეწყობა აქვს. მარტივია გაეცნო იმ სტანდარტებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც მომავალში საქმის კეთება მოგიწევს. ასევე, სხვადასხვა სტრუქტურაში კონსულტაციას გიწევენ და ინფორმაციაც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

„მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში მოწესრიგებულია ის საკითხები, რაც ბიზნესის წამოწყებას სჭირდება. თუნდაც, სურსათის ეროვნული სააგენტო გეხმარება გაიგო რა სტანდარტები არსებობს, როგორ უნდა აკეთო საქმე, დახვეწილია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი, სადაც ზედნადებები კეთდება. „სტარტაპს“ ძალიან კარგი საკონსულტაციო განყოფილება აქვს, სადაც დამწყებ ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ მიზანი გქონდეს და ეცადო მის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო,“ _ აცხადებს „სოფლიდან.ჯის“ წარმომადგენელი.

 

კომპანია სიახლეებს მომავალშიც გეგმავს. გრძელდება ინვესტიციის ჩადების და ბიზნესის განვითარების პროცესი. მათი საიტი ტექნიკურად იხვეწება და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მენიუს ახალი პროდუქტები პერიოდულად დაემატება.

 

 

შეგახსენებთ, რომ შპსსოფლიდან“ 2015 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდა. მათი მიზანია სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ საიტზე სასურველი პროდუქტის შეკვეთა. 30 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მოქმედებს სახლში მიტანის უფასო სერვისი. კომპანია დარეგისტრირებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაც მას ვალდებულს ხდის გააკონტროლოს და დაიცვას პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვის და დაფასოების წესები.



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up