„უახლოეს მომავალში ქართული თაფლს ხარისხთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ ექნება“

„უახლოეს მომავალში ქართული თაფლს ხარისხთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ ექნება“

access_time2020-02-14 11:30:52

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100–მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გადააგზავნა. თაფლის ნიმუშების ანალიზმა წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა, გაგზავნილი 100 ნიმუშიდან მხოლოდ 8%-ში აღმოჩნდა აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები, მაშინ როდესაც  ეს რიცხვი  გასულ წელს 54%-ს აღწევდა.

 

იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი და გურია- ეს იმ რეგიონების ჩამონათვალია, სადაც აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები არ აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია მიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დადებითი ტენდენცია მეფუტკრე ფერმერებთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგია. მისი თქმით, პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი ტრენინგი. როგორც მიქაძე განმარტავს, მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი.

 

„თაფლის კვლევასთან დაკავშირებით მონიტორინგს 2013 წლიდან ვახორციელებთ. წლების განმავლობაში 99 ნიმუშიდან დაახლოებით 34 პროცენტში დარღვევები იყო აღმოჩენილი ახლა კი ეს რიცხვი 9 პროცენტამდე შემცირდა. მიღებული შედეგი, ხელს შეუწყობს ევროკავშირში თაფლის გატანას. ჩვენ ვალდებულები ვართ შედეგები ევროკომისიას მივაწოდოთ, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაიზრდება სანდოობა ქვეყანაში არსებული მონიტორინგის სისტემის, მაკონტროლირებელი ორგანოების და ასევე ბიზნესის, რომელმაც წლების შემდეგ სასურველი შედეგი მიიღო. ასევე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა და დამსახურება სფეროში, არამედ მრავალი არასამთავრობო და საკონსულტაციო კომპანიების მუშაობა, რომლებიც თავის მხრივ ბიზნეს ოპერატორებს აძლევენ იმ რჩევებს, რომლებიც მათთვის შესასრულებლად იყო სავალდებულო“, - განაცხადა გია მიქაძემ.

 

თაფლის ნიმუშების კვლევის შედეგებით კმაყოფილია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე ალეკო პაპავა. მისი თქმით, მიღებული შედეგები ქართულ თაფლს დაეხმარება ევროპის ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

 


„2019 წელს თაფლის 9 ნიმუში რომ აღმოჩნდა დანაგვიანებული ეს დიდი წინსვლა და წარმატებაა. ამ მაჩვენებლით ჩვენ იტალიის მაჩვენებელსაც გადავუსწარით. მიღებული შედეგები ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ წარმოებულ თაფლი არის უსაფრთხო. ჩვენ დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ როგორ მოხდა იმ 9 პროცენტის დანაგვიანება, ვის და რატომ შეექმნა პრობლემები. მიღებულ შედეგში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას თავისი ინფოგრაფიკებით, ბუკლეტებით რომელიც მეფუტკრეს უხსნიდა თუ როგორ, რა დროს რა გამოეყენებინათ. მნიშვნელოვანი იყო მედია ჩართულობა, აბსოლუტურად ყველაფერმა იმოქმედა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობით ჯამში დადებითი შედეგი მოგვიტანა“,- აცხადებს ალეკო პაპავა.

 

ალეკო პაპავა ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ქართული თაფლს ხარისხთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ ექნება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება თაფლის წარმოება, მნიშვნელოვნად 2 000 ტონიდან 20 000 ტონამდე გაიზარდოს.

 

„როდესაც გერმანელებთან გვქონდა შეხვედრა გვითხრეს, რომ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თაფლი გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრობლემები ანტიბიოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, თუ ამ პრობლემას აღმოვფხვრიდით განგვიცხადეს, რომ სრულად შეისყიდიდნენ ქართულ თაფლს. საუბარია, კვოტაზე, კონკრეტულად,1 400 ტონაზე, რომელიც ევროკავშირთან არსებობს, ეს რაოდენობა ცოტა არაა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ამ დარგში ინვესტიციისთვის“,- განმარტავს ალეკო პაპავა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო №525 დადგენილება, რომლითაც 2019 წლის 1 იანვრიდან  აიკრძალა აკრძალული ნივთიერებების შემცველი ფუტკრის ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია. თუმცა ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა 9 ნიმუშში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით დარღვევები ასე გადანაწილდა:

 

აჭარა - 3 დარღვევა, სამეგრელო - 2 დარღვევა, თბილისი - 1 დარღვევა, რაჭა - 1 დარღვევა, კახეთი - 1 დარღვევა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up