„უახლოეს დღეებში სიტუაცია განიმუხტება, ბათუმის პორტის კოლაფსის პრობლემა თითქმის მოგვარებულია და კონტეინერების გახსნა დაიწყება“ - „კარგო პარსელი“

„უახლოეს დღეებში სიტუაცია განიმუხტება, ბათუმის პორტის კოლაფსის პრობლემა თითქმის მოგვარებულია და კონტეინერების გახსნა დაიწყება“ - „კარგო პარსელი“

access_time2022-12-07 16:15:17

ბათუმის პორტი რამდენიმე დღეა დიდი რაოდენობის ტვირთების შესვლის გამო გადატვირთულია, რაც ადგილობრივ ლოგისტიკურ ჯაჭვში შეფერხებებს იწვევს. იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ კონტეინერები ვერ იხსნება და ყოველდღიურად ტერმინალში დაყოვნების ჯარიმები ეწერებათ. 


შპს „კარგო პარსელის“ ბათუმის ტერმინალის დირექტორი ირაკლი ღოღობერიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პრობლემა ფაქტობრივად მოგვარებულია და უახლოეს დღეებში მოხდება კონტეინერების გახსნა.


„ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში  წინასაახალწლო პერიოდიდან გამომდინარე ტვირთბრუნვა ყოველთვის იმატებს, წელს ისედაც გაზრდილი ნაკადების გამო, ამ პერიოდში დიდი რაოდენობით ტვირთი შემოვიდა და ნამდვილად კოლაფსი იყო, თუმცა ჩვენსა და ბათუმის პორტს შორის მოხდა შეთანხმება და მათი კონტეინერების დიდი ნაწილი ჩვენს ტერმინალზე გადმომისამართდა. ამით გამოუთავისუფლდათ ადგილი და სასაწყობე ფართის დეფიციტი რაც არსებობდა, უკვე თითქმის აღარ არის, ამიტომ მათ შეუძლიათ ახალი კონტეინერები მიიღონ. უახლოეს დღეებში სიტუაცია განიმუხტება, ბათუმის პორტის კოლაფსის პრობლემა თითქმის მოგვარებულია და კონტეინერების გახსნა დაიწყება.  დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 300-მდე კონტეინერი უკვე მიღებული გვაქვს და ეს პროცესი არ წყდება. ბათუმის პორტს სხვა ხაზებიც დაემატა, შესაბამისად ტვირთბრუნვაც გაიზარდა“,  აღნიშნავს ირაკლი ღოღობერიძე.



„კავკასუს ავტოიმპორტში“ აცხადებენ, რომ პორტი ორ მსხვილ საზღვაო ხაზს: MSC-ს და COSCO (China Shipping) - ს ემსახურება. მიღებული ტვირთი კი აღემატება ბათუმის პორტის წარმადობას. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეგიონში ექსპორტის მიმართ მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა. მათი ინფორმაციით, საზღვაო ხაზები კონტეინერების დაყოვნებისთვის დამკვეთებს ჯარიმებს აკისრებენ, რაც მათი კომპანიის შემთხვევაში უკვე 300 000 ლარს სცდება, „კავკასუს ავტოიმპორტის“ ასობით კონტეინერი გახსნის მოლოდინშია.


მიმდინარე წელს საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 10%-ით გაიზარდა. 32%-ით არის გაზრდილი გადამუშავებული ნაყარი ტვირთების, 5%-ით კი გენერალური ტვირთების მოცულობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ტვირთის შემთხვევაში მატება ფიქსირდება როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურებში.  2022 წლის პირველ ნახევარში ბათუმის პორტში გატარებული ტვირთები 2.5 მილიონი ტონას აღემატებოდა, მატება წინა წელთან 0.7 მილიონი ტონაა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up