„უარესობისკენ ვითარება არ შეცვლილა, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებაც არ მომხდარა“

„უარესობისკენ ვითარება არ შეცვლილა, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებაც არ მომხდარა“

person access_time2016-06-03 12:30:44

ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, მთავრობის როლი ბიზნესის წარმატებაში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პროგნოზების შეფასება, გიორგი კვირიკაშვილის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი - ამ და სხვა თემებზე ნინო ჟიჟილაშვილის საავატორო გადაცემაში „პოლიტკომერსანტი" ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ეკონომისტმა და საკონსულტაციო ჯგუფის PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა ისაუბრა.

 

- მინდა თქვენი ანალიზი მოვისმინო იმ ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში ვითარდება. რას აკეთებს ხელისუფლება ბიზნესის წარმატებისთვის?

 

- რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელწიფო ბიზნესში მით უფრო წარმატებული იქნება ბიზნესი. ეს არის მთავარი პირობა. რაც შეეხება დღეის მდგომარეობას, მგონია, რომ არსებული ვითარება ცალსახად გაუმჯობესებულია თუ ვისაუბრებთ ბიზნესთან და ბიზნესმენებთან დამოკიდებულებაზე. ეს რეიტინგებშიც აისახება და ერთ-ერთი ბოლო კვლევა გააკეთა თბილისის საერთაშორისო სკოლამ „აისეტმა" და ძალიან საინტერესო სურათი მოგვცა ამ კვლევამ, რომ გასული პერიოდების მაჩვენებელთან შედარებით 2016 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია ბიზნესის მოლოდინების ინდექსი. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია - ბიზნესს აქვს დადებითი დამოკიდებულება მომავლის მიმართ. კვლევის პერიოდი დამეთხვა პრემიერის ცვლილებას და მაშინ „აისეტმა" მას „კვირიკაშვილის ეფექტი" უწოდა. მისი მოსვლით პოზიტიური სიგნალი მიიღო ბიზნესმა და მეორე მხრივ, პრემიერის მესიჯებმა და იმ 4 პუნქტიანმა გეგმამ მაღალი მოლოდინები გააჩინა.

 

- თქვენ ახსენეთ 4 ფაქტორი, მას შემდეგ რაც პრემეირმა ეს ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა დიდი დრო გავიდა, ამ ოთხი მიმართულების აღსრულება დაწყებული მაინც არის თუ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმია?

 

- თუ სათითაოდ მივყვებით ამ საკითხებს - ერთი იყო საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც მოგების გადასახადს შეეხებოდა და ასევე ადმინისტრირების გარკვეულ ნაწილს. მეორე იყო განათლების რეფორმა. მესამე იყო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ზრდა. და მეოთხე იყო საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, რომლითაც გამოიკვეთებოდა სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ერთეული. აქედან პირველი პრაქტიკულად უკვე განხორციელდა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ რისკებზე, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ეს შეამცირებს ბიუჯეტში შემოსავლებს ამიტომ ჩვენ პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში მოგვიწევს ამის მკაფიო ასახვა საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში. თუ ეს ასე არ მოხდება ძალიან მაღალი იქნება რისკები, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს არამხოლოდ საბიუჯეტო პროცესის სწორად მართვაზე, არამედ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზეც. დეფიციტის მოცულობა გაიზრდება, რაც თავისთავად იმოქმედებს ბევრ სხვა კომპონენტზე.

 

- დანარჩენი სამი კომპონენტი? განათლების რეფორმაზე პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯერჯერობით იდეა არ არის ბოლომდე დახვეწილი, ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება ან საჯარო ადმინისტრირების რეფორმას თქვენ როგორ შეაფასებთ სად არიან ისინი?

 

- განათლება, ჩემი აზრით, ძალიან კომპლექსურია, ალბათ ბევრი იქნება ამ თემაზე მსჯელობა, იმიტომ რომ მე ვეჭვობ, რომ პროფესიული განათლების თემა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მარტივად განხორციელებადი იყოს. აქ აუცილებელი იქნება თვითონ ბიზნესის მონაწილეობაც. იმიტომ რომ პრიორიტეტები უნდა დაადგინოს ბიზნესმა და არა სახელმწიფომ. სახელმწიფოს მიერ დადგენილი პრიორიტეტი არასდროს არ არის ის რეალობა, რომელიც არსებობს ბიზნეს გარემოში. შესაბამისად იმის თქმა, რომ მარტივად მოხდება ამის გადაწყობა, ასე არ იქნება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება აქ ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლითაც ჩვენ მოკლე ვადიან პერიოდში შემოსავლები შეიძლება შეგვიმცირდეს და მეორე მხრივ, იმის ვალდებულება, რომ ჩვენ გავზრდით ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ხარჯებს, ერთმმანეთთან მთლად შესაბამისობაში არ არის. აქ მნიშვნელოვანი იქნება სწორი ბალანსის დაცვა.

 

- როცა პრემიერმა თქვა, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი სავარაუდოდ შეცვლის თავის სეგმენტებს, იგივე ჯანდაცვის კუთხით შესაძლოა აღარ იყოს საყოველთაო ჯანდაცვა ასეთი მასშტაბის, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი?

 

- ნაწილობრივ იქნებოდა, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია კონკრეტულ დეტალებზე... ზოგადად, ბიუჯეტი უნდა ხმარდებოდეს ძირითად სახელმწიფო პრიორიტეტებს, მათ შორის შეიძლება ფული მოხმარდეს ღარიბებს, ეს არის აუცილებელი პირობა, ყველას მივცეთ შესაბამისი განათლება, ესეც აუცილებელია. მაგრამ ყველას, რომ ერთნაირი სამედიცინო პაკეტი მივცეთ შეუძლებელია და არასამართლიანიც. ღარიბ ადამიანს ვახდევინებდეთ ფულს და ვაფინანსებდეთ ამით მდიდარი ადამიანის სამედიცინო სერვისებს, ეს არ არის ნორმალური.

 


- თქვენი კომპანია სხვადასხვა მთავრობას უწევს კონსალტინგურ მომსახურებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის არის საქართველოს მთავრობაც, რაში საჭიროებს საქართველოს მთავრობა კონსალტინგს? რაში ითხოვს თქვენგან რეკომენდაციას და სად ითვალისწინებს ხელმე?

 

- ჩვენ ჩართული ვართ თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტში, რომელიც ხორციელდება საქართველოში და აქ იგულისხმება როგორც ინსტიტუციონალური განვითარების ნაწილი ასევე პოლიტიკის ფორმირების ნაწილი და მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკისაც. მაგალითისთვის, ჩვენ ვიყავით გარკვეულწილად ჩართული ამ ბოლო საგადასახადო კოდექსის ცვლილების მომზადების პროცესში, გავაკეთეთ შეფასება და როგორც ჩვენ ვნახეთ ეს გამოიწვევდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5%-ით გაზრდას, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამავე დროს მთავრობას ვუთხარით, რომ უნდა მოხდეს რისკების შეფასება...

 

- თუ ეტყობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომ მისი პრემიერი იყო მილიარდერი და დღესაც აქტიური როლი აქვს ქვეყნის მართვის პროცესში. ბიზნესს თუ შეეტყო რომ ბიზნესმოაზროვნე ადამიანი იყო ქვეყნის მართვაში და ღარიბაშვილზეც მინდა გკითხოთ თქვენი აზრი?

 

- გამიჭირდება იმის თქმა, რომ ივანიშვილი რადგან იყო ხელისუფლებაში ეს დაეტყო გარემოს, ფაქტია, რომ დაეტყო ბიზნესის თავისუფლებას, ეს უპირობოდ ასეა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, ეს მთლად მილიარდერი პრემირის ყოფნაზე არ არის დამოკიდებული. 2013 წლისთვის მესმოდა მოლოდინები ორი ტიპის, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისგანაც. ერთი იყო რომ ეს ადამიანი კარგად იცნობს ბიზნესს და შესაბამისად მისი მხრიდან ბიზნესში უხეში ჩარევა აღარ იქნება და მეორე - ეს ადამიანი არის მოსული ბიზნესიდან და მას ექნება უარყოფითი გავლენა კონკურენტულ გარემოზე. საბოლოო ჯამში კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნილა, და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობა გახდა უფრო საჯარო, ვიდრე მანამდე. მაგალითად ისეთი გადაწყვეტილებებიც კი რომელიც მე არ მომწონს და ასეთი იყო უცხოელებისთვის ვიზების დაწესება, ეს იყო აბსურდული გადაწყვეტილება, ხან დააბრალეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ხან ამერიკელებს და ბოლოს თვითონვე გააუქმეს. მიუხედავად ამისა, მათ გამოასწორეს საკუთარი შეცდომა, რასაც მიხვდნენ. და ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის შრომის კოდექსთან დაკაშირებული, რომელიც ჩემი აზრით საერთოდ არ იყო საჭირო.

 

- ბიძინა ივანიშვილმა ახლახან შეგვაიარაღა წერილით სადაც რეიტინგებით ასაბუთებს, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო მხოლოდ პოზიტივი, მაგალითად მას დასაწყისშივე უწერია, რომ „ქვეყნის ხელისუფლების ერთერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე" და ის ადარებს 2013 წლის მონაცემს, აქვეა არის შედარება უფრო ადრინდელლ პერიოდთანაც. აუდიტორია იბნევა და არ იცის სად არის ამ ციფრებს შორის სიმართლე. როგორ უნდა მიხვდნენ, რომ შესაძლოა მათზე არ ასახულა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა იყო ან არ იყო წარმატებული?

 

- ალბათ სასურველია, როდესაც ხელისუფლება 4 წლიანი მმართველების შედეგებზე საუბრობს ეს შედარდეს 4 წლიან მმართველობას გასული ბოლო პერიოდისას. დეა შემდეგ შესაბამისად შერჩეული იქნას გარკვეული ეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც დადგინდება პროგრესი იყო თუ რეგრესი. ჩვენ ეხლა რაღაც მომენტში ვიღებდეთ ბოლო 2 წელს და ვადარებდეთ მანამდე არსებულ ორ წელიწადს ან ვიღებდეთ ბოლო 2 წელს და ვადარებდეთ მანამდე არსებულ 8 წელიწადს ან 6 წელიწადს იმის მიხედვით, რომელი გვაწყობს, ცალსახად არ იქნება ობიექტური, რადგან მოკლევადიან პერიოდში არსებულ ტენდენციას ვადარებთ გრძელვადიან პერიოდში არსებულ ტენდენციას. ბევრი ასეთი ნიუანსია, რომელიც მსგავსი ტიპის ანალიზის დროს ვერ მოგვცემს ზუსტ და სრულ სურათს.

 

- ინფლაცია, უმუშევრობა, მთლიანი შიდა პროდუქტი, შეგიძლიათ გვითხრათ რა მონაცემი გვაქვს ამ კუთხით, თუკი ამ ხელისუფლების 4 წელს შევადარებთ წინა ხელისუფლების 4 წელს?

 

- თუ ჩვენ ავიღებთ ამ მაჩვენებლებს მივიღებთ შემდეგს, რომ უარესობისკენ ვითარება არ შეცვლილა, მაგრამ განსაკუთრებულად ვითარების ცვლილებაც არ ყოფილა. რატომ ესეც უნდა ვთქვათ, ინფლაცია საქართველოში მართულია, ნორმალურია და ამ მხრივ მდგომარეობა არ არის ცუდი. რაც შეეხება უმუშევრობას, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით ის არის გაუმჯობესებული, საწუხაროდ ჩვენ სხვა მაჩვენებელი არ გვაქვს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელიც იყო დაბალი, ის რომ გარემო პირობები არ უწყობს ხელს მშპ-ს ზრდას, ესც მისაღებია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის დაბალი მაჩვენებელი და საქართველოს განვითარებისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.

 

- ამას სჭირდება რადიკალური რეფორმები? ისმის რომ ეს ხელისუფლება არ არის ისეთი მოქნილი როგორიც იყო წინა?

 

- გადაწყვეტილებების მიღება ცალსახად უფრო სწრაფად ხდებოდა იმ დროს, რადგან მმართველობის სტილი იყო განსხვავებული და პირამიდული სისტემა შემდგომ უკვე უზრუნველყოფდა ამ გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულებას. დღეს არსებული სისტემით ეს შეუძლებელია, დღეს ეს უნდა მივიღოთ ისე როგორც არის, ვერ იქნება ის ეფექტური, მმართველობის სტილიდან გამომდინარე. ინვესტიციების ზრდას რაც შეეხება ამას ხელი უნდა შეუწყოს ინსტიტუციების გაძლიერებამ, ინსტიტუციებმა უნდა მართონ პროცესი და არა ადამიანებმა. ინსტიტუციების თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაგალითად ბიზნესზე წნეხის შესახებ საერთოდ აღარ გვსმენია. მაგრამ თუ ავიღებთ რეგულირების საკითხს, რომელიც ხშირად ხდება განხილვის საგანი ეს არის სენსიტიური თემა, რომელმაც შესაძლოა პრობლემები შექნმას მომავალში...

 

- მაინტერესებს თქვენი აზრით, ვიყენებთ თუ არა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ახალ ბაზრებს და რამდენად აჩვენებს ბიზნესს ხელისუფლება იმ სივრცეს, რომელიც გვაქვს?

 

- განსაკუთრებული მოლოდინები რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ბიზნესის საქმე, არ არის სწორი. თუმცა, ევროპასთან ვაჭრობის გაუმჯობესებაში, იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ამ ხელშეკრულებით დაგვეკისრა, მთავრობის წილი იქნება ძალიან დიდი.

 

- და ინფლაციასთან დაკავშირებით, გასაგებია რომ ცოტა შვება იგრძნო მოსახლეობამ, რადგან ლარი შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ პროგნოზი როგორი შეიძლება იყოს? რადგან არის ეჭვი რომ ხელისუფლება არჩევნებამდე ლარს ხელოვნურად იჭერს.

 

- ინფლაცია და ლარის კურსი რა თქმა უნდა რაღაც მხრივ ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ლარის კურსი შეიცვალოს, მაგრამ არ მოხდეს ინფლაცია, რაც მოხდა კიდეც. ამას ხელი შუეწყო იმან, რომ დაბალი ფასი იყო ნავთობზე და ლარის კურსის ცვლილება ძირითადად გამოწვეული იყო ჩვენი ექსპორტ-იმპროტის დისბალანსით. კიდევ ერთი ფაქტორი იყო ინვესტიციების შემოსვლის მნიშვნელოვანი შემცირება და ბუნებრივია, ვალუტის შემოდინება არ ხდებოდა საკმარისად - ამან გამოიწვია გაუფასურება. შემდეგ მოხდა ის, რომ იმპორტი მნიშვნელოვვანად შემცირდა, რამაც მოთხოვნა ვალუტაზე მოხსნა და ამან შემდეგში უკვე გამოიწვია გაუფასურების პროცესი. თუ ახლა ჩვენ შევხედავთ რომ ინვესიტიციების შემოდინება გაგრძელდა, მოლოდინები პოზიტიურია და ა.შ. ბუნებრივია გამყარების პროცესი გაგრძლედება. კარგია თუ არა გამყარება ეს მეორე საკითხია. სინამდვილეში გამყარება ჩვენს პროდუქტს აძვირებს, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აძვირებს, მათ შორის ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე აძვირებს. როცა ის გააძვირებს გაყიდვა შემცირდება, შემცირდება ექსპორტი და ექსპორტის შემცირება ბუნებრივად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ის რომ ვალუტა მყარდება ჩვენ ბუნებრივად გვიხარია, რადგან გვაქვს საბანკო ვალდებულებები. ჩვენ მომავალი პერიოდისთვის ალბათ უნდა ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას.

 

- მინდა დავუბრუნდე ივანაშვილის წერილს, რადგან როგორც ჩანს, ის იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს და შესაძლოა მომავალი 4 წელიც ასეთი იყოს. მან თქვა, რომ სულ რაღაც 15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება და სწორედ ამიტომ აიღო ნიშნულად 2030. არის თუ არა ეს პროგნოზი რეალისტური?

 

- პირველი თვითონ მიდგომა, რომ ივანიშვილმა დააყენა გრძელვადიანი პერსპექტივა და 2030 აიღო სამიზნედ, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სტრატეგიულად ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ რაც გვახასიათებს ეს არის მოკლევადიანი ხედვა. რაც შეეხება 2030 წლისთვის ვიქნებით თუ არა ევროპულ დონეზე, ესეც გასარკვევია, დონეში რომელი დონე იგულისხმება დანიის თუ რუმინეთის? ავიღოთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა შეადგენდეს 20 000$ ნომინალში ერთ სულ მოსახლეზე მაგალითისთვის. იქ მითითებული ჰქონდა მსყიდველთუნარიანობის მაჩვენებლის პარიტეტის მაჩვენებელი 40 000 რაც ძალიან მაღალი ციფრია. ჩვენ რომ ამას მივაღწიოთ მაშინ უნდა გვქონდეს ძალიან მაღალი ზრდა. მითითებული იყო 11.5% როგორც მახსოვს, ამ ციფრთან მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველწლიურად არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ეს არ არის უბრალოდ მაღალი მაჩვენებელი, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუ გვინდა შევაფასოთ რამდენად რეალისტურია და ამას განვიხილავთ მომავალი 14 წლის განმავლობაში, ეს შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იმ ტემპით რა ტემპითაც მივდივართ ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, მათემატიკაში ვერ ჩაჯდება, არა თუ ეკნომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.

 




კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ​1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში...


მსგავსი სიახლეები

up