უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

access_time2020-04-07 12:25:48

ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე.


მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც საბოლოო ჯამში იღებენ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი, ანუ ამ გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდული ზრდა ფიქსირდება 2020 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც COVID 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო დაქვეითებულია ეკონომიკური აქტივობა და დაზარალებულია მთელი ქართული ბიზნესი, ხოლო ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე რეალიზაციის ვარდნა თითქმის 40 %-ს შეადგენს.



უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე ნავთობპროდუქტების და კერძოდ თხევადი გაზის ბაზარზე დაგროვილი მნიშვნელოვანი პრობლემები. მათ შორის, თხევადი გაზის ადეკვატური და სამართლიანი დაბეგვრის აუცილებლობა, ამ კუთხით ხარისხის სტანდარტის დანერგვის საჭიროება და მისი შემდგომი კონტროლი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის პერმანენტული კონტროლის აუცილებლობა და სხვა.


აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზის სამართლიან დაბეგვრასთან და ზემოთ აღნიშნული კოდის საშუალებით პროდუქციის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებლად საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკვე წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. თუმცა, შექმნილი ობიქტური გარემოებების გამო, საკითხის განხილვა პარლამენტში შესაძლოა გაჭიანურდეს. ამით კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან კარგად სარგებლობენ ის ბიზნეს ჯგუფები, რომელთა ბიზნეს ანატომიაც უკანონო ბიზნეს საქმიანობასა და სხვადასხვა მაქინაციებზე იყო და არის აგებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ დანაყოფებთან ზემოაღნიშული თითოეული ფაქტის გამოვლენის, შესწავლისა და მათზე სწრაფი რეაგირების კუთხით. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს ბიზნესის წარმოების სამართლიანი პრაქტიკა, როდესაც არავის მიეცემა იმის უფლება, რომ თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და გამდიდრდეს ამ სრულიად მანკიერი გზით. ამ ტიპის მაქინაციები მთლიანად უთხრის ძირს კეთილსინდისიერი ბიზნესის კეთების ფუნდამენტურ საფუძვლებს და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. აღნიშნული ასევე იწვევს წესიერად მომუშავე მეწარმეების სრულ დემოტივაციას. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ თემით და ამ მწვავე პრობლემას უახლოეს დღეებში მოაგვარებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კი გაარძელებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.


თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up