უანგ ლეი - საქართველო ცდილობს, წარმატებულად  გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

უანგ ლეი - საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

access_time2019-10-22 18:02:53

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის (TCC) ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე, საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„მომდევნო საუკუნეში ბუნებრივი აირი იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სექტორისთვის, არამხოლოდ მწვანე გადაწყვეტილებები იქნება მიღწეული, არამედ - ნაკლები ემისია და ნაკლები კვალი. საქართველო ცდილობს წარმატებულად დაიკავოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ რეგიონში. ამჟამად, გარდაბანის პროექტზე ვმუშაობთ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით. საქართველოში კარგი რესურსია ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის . განსაკუთრებით ზამთარში ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას , რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჰიდრორესურსები. ელექტრომომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ელექტრო უსაფრთხოებას ელექტრო საწარმოს აგებით. ჩვენ ვხედავთ რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სრული წყვეტა ელექტროენერგიის მოწოდების ამ საწარმოს მეშვეობით კვლავ გაგრძელდება ელექტროენერგიის მოწოდება და განაწილება მომხმარებლებზე."- განაცხადა უანგ ლეიმ.




პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", TCC-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება. „ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში, მზარდ მოთხოვნას ვხედავთ ინჟინრებზე, კვალიფიციურ პერსონაზე რაც გააუმჯობესებს პროფესიონალურ მომსახურეობას. იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მომავალში გვინდა ხელი შევუწყოთ „სიცოცხლის ციკლის" პროექტებს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც", - აღნიშნა ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენელმა.









კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up