უამინდობა, პატრულთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა – რა პრობლემებზე საუბრობენ აჭარაში ჩასული უცხოელი ტურისტები

უამინდობა, პატრულთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა – რა პრობლემებზე საუბრობენ აჭარაში ჩასული უცხოელი ტურისტები

person access_time2016-08-26 10:02:46

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. 


კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება. 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.


როგორ კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7 % ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება. კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება, გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს.


კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპზე ასევე შეცვლილია მონაცემები რეგიონში ტურისტების ჩამოსვლის ძირითადი მიზნების შესახებაც. ისინი აჭარაში ძირითადად ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (38,8 %), მეგობრების მოსანახულებლად (16,6 % ) და აზარტული თამაშებისთვის (12, 5 % ) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32 % უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 % ტურისტია დაკავებული.


უცხოელ ვიზიტორთა კვლევის წინა ეტაპებისგან განსხვავებით აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13 %) წარმოადგენს, თუმცა მცირე პროცენტობით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახურების დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა. კვლევის მესამე ეტაპზე, წინა ორი ეტაპის მსგავსად ტურისტების უმრავლესობა (51,7%) ისევ კმაყოფილია რეგიონში დასვენებით და გამოკითხულთა 95 % -ს სურვილი აქვს აჭარას განმეორებით ეწვიოს.


„ჩვენ მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები 10-ვე სამიზნე ქვეყნის მიხედვით არის გაანალიზებული. შედეგები ერთის მხრივ საშუალებას გვაძლევს პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტი რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა -განხორციელება. ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას და 2016 წლის სრულ მონაცემებს კვლევების დასრულებისას გამოვაქვეყნებთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს
access_time2020-06-05 11:00:53
“საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია” მიესალმება საქართველოს პარლამენტში...


მსგავსი სიახლეები

up