ტყვია შენელებული ნაღმია - „ტყვიის შემცველობის მიმართულებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა“

ტყვია შენელებული ნაღმია - „ტყვიის შემცველობის მიმართულებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა“

access_time2018-05-24 12:00:00

„ტყვია ჩვენი ჯანმრთელობისთვის შენელებული ნაღმია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა.

 გიგაშვილს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მეტი მოქმედებაა საჭირო, რათა მოასხლეობას ამ მიმართულებით  სხვადასხვა სახის საფრთხეები არ შეექმნას.

 

„სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება კი ავტომობილების ტექდათვალიერებას მიექცეს, ასევე ინდუსტრიულ საწარმოებს, რომელიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებას გამოყოფს,“ - აღნიშნა გიგაშვილმა.

 

„მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის განცხადებით, საბაჟოზე კონტროლი აუცილებელია, რადგან ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა შემოდის ქვეყანაში და რას აქვს ამკრძალავი ნიშანი.

 

როგორც რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, საკვებ პროდუქტში ტყვია სხვადასხვანაირი ფორმით ხვდება. მაგალითად ისეთ საკვებში, რომელიც გამოფენილია გზებზე და მასში გამონაბოლქვი აღწევს. ან ფერმასთან ახლოსაა გამონაბოლქვის დონე მაღალი.


 

„მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის თქმით, საკვების გარდა ტყვია შესაძლოა ჭურჭელში და სათამაშოებშიც იყოს. ხოლო ეს პროდუქცია საზღვარზე კონტროლს არ გადის. რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, თურქეთი სწორედ ასეთი ქვეყნის რიცხვს მიეკუთვნება. მისივე თქმით, რაც უფრო ფერადია ჭურჭელი მასში ტყვიის შემცველობაც მაღალია. ტყვია საშენ მასალებსა და საოჯახო ნივთებშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, მათ შორის პლასტმასის ნივთებშიც.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ქვეყნის მთავრობამ საკვებთან ერთად შეშფოთება გამოთქვა სათამაშოებსა და სამკაულებში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო.

 

ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევის თანახმად, ტყვია აფერხებს ტვინისთვის ცილის მიწოდებას, რაც აუცილებელია მისი სათანადო განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health). კვლევებმა ისიც გამოავლინა, რომ ბავშვის ორგანიზმი პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50%-ს ითვისებს, მოზრდილთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10-15%-ია.

 





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up