პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ქართველ ეკონომისტებს მათი შეფასება და გადამოწმება სთხოვა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქართული ანდაზა - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.“
ტყუილი პირველი:
2021- აი, ერთ სულ მოსახლეზე GDP იყო $ 5,015. პრემიერმა დღეს გვახარა, რომ ის $7,500 გახდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის 40%-იანი ზრდა გვქონია ან გვექნება, რაც დაუჯერებელია და არ არის სიმართლე.
ტყუილი მეორე:
100 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენითო განაცხადა ასევე პრემიერმა, რასაც დასჭირდებოდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში, ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო, სადაც საშუალოდ 50 ადამიანი მაინც დასაქმდებოდა. დაუჯერებელი ამბავია, სასაცილოც კი!
გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ დატოვა. საინტერესოა, რატომ არ საქმდებიან ეს ადამიანები ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან?
ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებს ამ საკითხებზე!
ტყუილს სანამ არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველება!“ — წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.