ტყის ხანძრების სეზონი -  რამდენად მზად არის ქვეყანა ხანძრების პრევენციისთვის

ტყის ხანძრების სეზონი - რამდენად მზად არის ქვეყანა ხანძრების პრევენციისთვის

access_time2021-07-15 15:00:13

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებისა და გარემოსთვის - ტყის ხანძრებია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც სეზონის დაწყებისთანავე ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად აუცილებელი ხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად არის სახელმწიფო მზად ტყის ხანძრებისთვის, რას  აკეთებს მისი  პრვენციისთვის და რა რესურსს ფლობს საამისოდ. 


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითრხეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფები მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოებთან, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენენ წინადადებებს და რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

 

მათივე ინფორმაციით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გუბერნატორების ადმინიატრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებს და ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის მკვეთრი მატების პირობებში ფართომასშტაბიანი ხანძრების თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მონიტორინგს ატარებს.

 

„სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფების მიერ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, ხორციელდება იმ ტერიტორიების მონიტორინგი, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაშიშ ზონებს.


რაც შეეხება სპეცტექნიკის ავტოპარკს და მის განაწილებას რეგიონების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე ირიცხება ძირითადი სახანძრო ავტომობილები, რომლებიც გამავლობის მიხედვით იყოფა 3 კატეგორიად:


I კატეგორია - სახანძრო ავტომობილი არასრული ამძრავით მყარი საფარის მქონე გზებისთვის;

II კატეგორია - სახანძრო ავტომობილი სრული ამძრავით (მომეტებული გამავლობის), ყველა ტიპის გზაზე გადასაადგილებლად;

III კატეგორია - ყველგანმავალი (მაღალი გამავლობის) სახანძრო ავტომობილი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად.“ -  ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში

 

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ბალანსზე ირიცხება 160 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომლებიც სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში რეგიონის რელიეფის სირთულისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით არის გადანაწილებული და გამოიყენება როგორც ტყის ხანძრების, ასევე რთულ რელიეფზე გავრცელებული ხანძრების სალოკალიზაციო/სალიკვიდაციო სამუშაოების დროს.

 

„სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა-სგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო 2 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შექმნილია არა ტყეში რთულად მისადგომ ადგილებზე ცეცხლის ჩასაქრობად, არამედ წარმოადგენს სწრაფი რეაგირების მულტი ფუნქციურ მცირე სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“, – აცნობეს კომერსანტს უწყებიდან.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მეტი  სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ პიკნიკების მოწყობის ადგილებში არ დატოვონ ცეცხლის კერები, რადგან არ მოხდეს უკონტროლო და მასშტაბური ტყის ხანძრების გავრცელება. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სთხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასუფთავების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ყველა წესი, ხოლო კვამლის ან ცეცხლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up