„ტყის დაცვის კუთხით უკომპრომისოები ვიქნებით“

„ტყის დაცვის კუთხით უკომპრომისოები ვიქნებით“

access_time2018-01-04 11:20:04

„ტყის დაცვით კუთხით უკომპრომისოები ვიქნებით, რადგან ეკოსისტემისთვის ტყე უნდა შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, მას შემდეგ რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთმანეთს შეუერთდა, 2018 წელს მთავარი აქცენტი გარემოს დაცვით მიმართულებებზე გაკეთდება, მათ შორის ტყის კოდექსის მიღებაზე.


„ძალიან დიდი დღის წესრიგი გვაქვს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. თუმცა გარემოს დაცვის მიმართულებას გამოვყოფ. პირველ რიგში, 2018 წელს ტყის კოდექსი აუცილებლად უნდა მივიღოთ. ეს ტყის სწორად მართვისთვის მყარ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. პრემიერმაც განაცხადა და ჩვენც ვიტყვით, რომ ტყის დაცვის კუთხით უპრეცედენტო ბრძოლას ვიწყებთ. ამ ნაწილში უკომპრომისო ვიქნებით. ტყე არ არის შეშა, ტყე არ არის სოციალური კომპენსაციის წყარო. ტყე არის შესანარჩუნებელი ეკოსისტემისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.


მისივე თქმით, 2018 წელს ტყის კოდექსის გარდა, გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის მომზადება იგეგმება.



„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი გვაქვს მისაღები. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შექმნა, მოუწესრიგებელი და დასარეგულირებელია ნადირობის შესახებ კანონი. ასევე, წყლის რესურსების სწორი მართვაა საჭირო. 2018 წელს ერთი მხრივ გვექნება ინსტიტუციური გაუმჯობესება და გაძლიერება, ისეთ სისტემას ჩამოვაყალიბებთ, რომ გარემოს დაცვის სფეროს სწორ მართვაში დაგვეხმაროს. მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო საფუძველს შევქმნით, რათა პოლიტიკა სწორად წარვმართოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



„კომერსანტი“

 

 




ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up