საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო

access_time2019-10-18 12:03:36

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური მართვის საფუძველი გახდება.



კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით. კოდექსის მიზანია ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.



აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. ეტაპობრივად გაუქმდება „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა, რომლის ნაცვლად იქმნება მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყით სარგებლობა განხორციელდება ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.
სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას.



ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...


მსგავსი სიახლეები

up