ტყიბულში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ

ტყიბულში, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ

access_time2020-05-06 21:25:09

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირმა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს.ბენეფიციარი ოჯახები, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულთა და მრავალშვილიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებს შორის შეირჩნენ.


ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.


აქტივობები ორ ეტაპად ჩატარდა - პირველი ეტაპი აპრილის შუა რიცხვებში გაიმართა, მეორე კი მაისის დასაწყისში. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, შერჩეულ ბენეფიციარ ოჯახებს პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცათ. „საქნახშირისა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქველმოქმედო აქციამ ჯამში 40 ოჯახი მოიცვა.


ზურაბ აღდგომელაშვილი („საქნახშირის“ დირექტორი):„ძალიან საჭირო და დროული იყო იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. მიხარია, რომ „საქნახშირი“ და პროფკავშირები ერთობლივად ასეთ კარგ საქმეს აკეთებენ. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით აუცილებლად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს“.


თამაზ დოლაბერიძე (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე): „საქართველოს პროფკავშირები, შპს „საქნახშირისა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან ერთად აგრძელებს დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ეტაპობრივად ხორციელდება. საქველმოქმედო აქტივობების გარდა ჩვენ ჩართულები ვართ ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო „საქნახშირის“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას. ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარული ღონისძიებების განხორციელება და სოციალურად შეჭირვებულების ან მრავალშვილიანების დახმარება. ჩვენ ხელი უნდა შევაშველოთ ერთმანეთს, რომ ერთად გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა“.



ბენეფიციარების ნაწილს პროდუქტები „საქნახშირის“ ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე გადაეცათ. ღონისძიებას „საქნახშირის“ ადმინისტრაციისა და პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up