ტყიბულში მეშახტის დღე აღნიშნეს

ტყიბულში მეშახტის დღე აღნიშნეს

access_time2020-08-31 13:33:11

კომპანია საქნახშირის ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილი გასართობი ღონისძიებები გაიმართა.


კომპანია „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ აღდგომელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ტყიბულის მერმა, ბატონმა თემუნ ჩუბინიძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მეშახტეთა შრომის დიდების მეორიალი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.
ზურაბ აღდგომელაშვილი („საქნახშირის“ გენერალური დირექტორი): „დღევანდელი დღე სიმბოლურად მეშახტეების შრომის დიდების მემორიალთან დავიწყეთ. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც შახტები დააარსა და მათ მიმართ, ვინც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეშახტეებს, პროფესიონალიზმისთვის და იმ საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ თავისი ოჯახებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“. 


ზვიად შალამბერიძე (იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული): „ტყიბულში მეშახტის დღეს აღნიშნავენ. მინდა, ყველა მეშახტეს მივულოცე პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მათ ამ დარგის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში შეაქვთ. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“.


ამავე დღეს, ტყიბულის ქართული ჭიდაობის არენაზე, ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც დაესწრო.


მოგვიანებით ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა დაიწყო - გაიმართა ქუჩის თეატრის კოსტიუმირებულ წარმოდგენა, მოეწყო უფასო საბავშვო ატრაქციონები და გაიმართა ხატვის კონკურსი. ხატვის კონკურსის თემა იყო „ჩემი ქალაქი და მეშახტეები.“ პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს „საქნახშირმა“ ფულადი პრიზი გადასცა. თავისი ფავორიტი ნამუშევრები გამოავლინა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამაც და მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დააჯილდოვა. ბავშვთა გასართობი ღონისძიებების პარალელურად, ტყიბულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა და ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.



ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგნენ. მოგვიანებით კი, დასკვნითი კონცერტი გაიმართა. თერჯოლისა და ტყიბულის მეუფემ, მამა გიორგიმ მეშახტეები დალოცა. ღონისძიებაზე „საქნახშირმა“ მეშახტეები მადლობის სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა (დამსახურებების მიხედვით მოხდა 32 მეშახტის შერჩევა).


კონცერტში მონაწილეობდნენ: ნიაზ დიასამიძე და 33ა, გორდელა, REGGAEON და გაგა ჩიხლაძე. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.






(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up