საფეხბურთო მატჩები კომპანია „საქნახშირის“ და პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. შეჯიბრში „საქნახშირში“ დასაქმებულებისგან შემდგარი 11 გუნდი მონაწილეობს.
მინიფეხბურთის ჩემპიონატ 29 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულები ფინალურ თამაშში გამოვლინდებიან. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს სამახსოვრო სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცემათ. ასევე დასჩუქრდება საუკეთესო ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ „საქნახშირში“ უკვე ჩატარდა ჭადრაკისა და ნარდის ჩეპიონატი. კომპანიის თანამშრომლების მხრიდან, სპორტული აქტივობებით დაინტერესება მაღალია, ამიტომ კომპანიის ადმინისტრაცია აპირებს, რომ სამომავლოდ კვლავ ჩაატაროს მსგავსი ტიპის ღონისძიებები.
(NS)